01:34 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
როგორია აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

სიახლეები

აზერბაიჯანის მოსახლეობას სიცივეში ბუნებრივი გაზის მიწოდება უწყდება

 

ბუნებრივი გაზი აზერბაიჯანის მიერ ექსპორტირებულ პროდუქტებს შორის მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ ნავთობს ჩამორჩება. ქვეყანა 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების გაზს ჰყიდის და მონაწილეობს მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებში. აზერბაიჯანული გაზით მარაგდება საქართველოც. 

 

მიუხედავად ამისა, თავად აზერბაიჯანში ზამთარში გაზი "საკმარისი არ არის" და მოსახლეობას სიცივის დადგომასთან ერთად სერიოზული პრობლემები ექმნება. სააგენტო BBC დასახლება მაშთაგას (ბაქოდან 30 კილომეტრში მდებარეობს) მაცხოვრებლის სიტყვებს ციტირებს, რომელიც ამბობს, რომ ზამთარში გაზი კვირების განმავლობაში არ მიეწოდება. 

 

ადგილობრივი მაცხოვრებლები ყვებიან, რომ ბუნებრივ აირთან დაკავშირებული პრობლემები ქვეყანაში 1990-იანი წლებიდან დაიწყო და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ნოემბერიდან აპრილამდე მოსახლეობას გაზი ან ძალიან დაბალი წნევით მიეწოდება, რაც გათბობისთვის საკმარისი არ არის, ან საერთოდ არ მიეწოდება. სწორედ ამიტომ, აზერბაიჯანელთა უმეტესობა ელექტროგამათბობლებს იყენებს. 

 

BBC-ის ინფორმაციით, მოსახლეობა Azeriqaz-ში (ბუნებრივი აირის სახელმწიფო მიმწოდებელში) საერთოდ ვერ რეკავს, ხოლო როცა რეკავს, მაშინაც უშედეგოდ. ასეთი რამ ხდება აზერბაიჯანის თითქმის ყველა რეგიონში. ზამთარში ბუნებრივი აირი ბაქოში მდებარე სახლებიდანაც კი ქრება. ამ ფონზე, უცნაურია, რომ გასულ წელს აზერბაიჯამა 8,9 მილიარდი კუბამეტრი ბუნებრივი გაზის ექსპორტი განახორციელა. 

 

გაზიფიცირებულია აზერბაიჯანის 95,2%, თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებს და სწორედ ეს არის ქვეყნის ენერგოსისტემის მთავარი პრობლემა. მოსახლეობა ამჯერადაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი