20:34 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Facebook-მა დასავლური ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული შავი პიარის რუსული სქემა გამოავლინა
როგორია აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილი: „რეფორმის ყველა მიმართულებაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია და განხორციელება აქტიურ ფაზაში შედის“

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადებისათვის განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაცნობას იწყებს. უხლოეს დღეებში, რეფორმის კონკრეტულ დეტალებს საზოგადოებას თავად მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გააცნობს, რომელის თქმით, ექსპერტთა ჩართულობით შემუშავებული განათლების რეფორმის ათი პაკეტი, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს და მიზანს საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს თუ რა გაკეთდა ბოლო თვეების განმავლობაში.

 

„რეფორმის ყველა მიმართულებაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია და განხორციელება აქტიურ ფაზაში შედის. რეფორმათა პაკეტი ფუნდამენტურ ცვლილებებზეა ორიენტირებული და თითოეულ მათგანზე სამინისტრო საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას ყოველკვირეულად, მუდმივ რეჟიმში, მიაწვდის“ - განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

 

განათლების ახალი მოდელი მოცავს როგორც სკოლამდელ და ზოგად განათლებას, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებას, ინოვაციასა და ტექნოლოგიებს, უსაფრთხოებას, ეროვნულ გამოცდებს, ხარისხის უზრუნველყოფას უმაღლეს სასწავლებლებში, უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვას, პროფესიულ განათლებას, მეცნიერებას, განათლების კლასტერებს და ა.შ.

 

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, სკოლამდელი განათლების მთავარი მიმართულება პიროვნული განვითარების ფუნდამენტი იქნება. ამავდროულად, გულისმობს ხელმისაწვდომობის ზრდას, ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვას, პედაგოგების გადამზადებასა და დამხმარე ელექტრონული რესურსების შექმნას მშობლებისათვის. სკოლამდელი განათლების სტანდარტი ეტაპობრივად ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის დაინერგება.

 

ზოგადი განათლების კუთხით, დაინერგება სკოლის ახალი მოდელი, რომლის მთავარი ამოცანა მოსწავლეების კომპლექსური აზროვნების განვითარება იქნება. ახალი მოდელი ითვალისწინებს აგრეთვე სკოლის დირექტორის ლიდერად ჩამოყალიბებას, გადამზადებულ პედაგოგებს, განახლებულ ინფრასტრუქტურას და ა.შ.

 

პროფესიული განათლების მიმართულებით დაინერგება სწრაფი, დასაქმების მოქნილი მოდელი, რომელიც ორიენტირებული იქნება, რეგიონულ განვითარებაზე და სწრაფ დასაქმებაზე.

 

უმაღლესი განათლების კუთხით, მთავარი ამოცანა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ უმაღლესი განათლების სივრცეში ინტეგრაცია და განათლების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა, ამასთან უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის შექმნა იქნება.

 

განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მეცნიერთა და ზოგადად, სამეცნიერო მიმართულების განვითარება და ხელშეწყობა, რათა გახდეს ერთიანი ევროპული სამეცნიერო სივრცის ნაწილი.

 

მინისტრის თქმით, განთლების რეფორმა ყველა მიმართულებისათვის კომპლექსურ მიდგომას გულისხმობს და ის განათლების ერთიანი სისტემის ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიო და ინტერნეტი

6 ივლ 2020კვირის გრაფიკი

       მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით მსოფლიოს მოსახლეობის 49.7% არის ინტერნეტის მომხარებელი ან მობილური მოწყობილობის...

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...