12:03 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კახა კალაძე: შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის
ჩინეთში ერთ-ერთმა კომპანიამ თანამშრომლები დასაჯა და ქუჩაში მუხლებით ხოხვა აიძულა

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

18 იან 2019ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

გროზნოს რაიონულმა სასამართლომ რუსული „გაზპრომის“ ადგილობრივ განყოფილებას მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის დაგროვილი გადასახადის ჩამოწერა დაავალა. საუბარია 9 მილიარდ რუბლზე (135 მილიონი აშშ დოლარი). ინფორმაციას ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პროკურატურა ავრცელებს, რომელიც ამ სასამართლო პროცესზე მოსარჩელე მხარე იყო. პროკურატურა მიიჩნევს, რომ „გაზპრომმა“ მოსახლეობასთან ურთიერთობის სტანდარტი დაარღვია და დებიტორული დავალიანების ამოღების ვერავითარი ქმედითი გეგმა ვერ წარმოადგინა, რასაც შეიძლება ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები გამოეწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების, ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ზოგიერთ რეგიონში, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 45კმ-დან 65-ე კილომეტრამდე მონაკვეთი (სოფ. იგოეთთან) ამინდის გაუარესების გამო მოყინულია და ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. შესაბამისი სამსახურების მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს გზის საფარზე ტექნიკური მარილის დაყრა და გაწმენდითი სამუშაოები. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მძღოლებს ადგილზე საგზაო მოძრაობის არსებული მდგომარეობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას.

აშშ-ის ადმინისტრაცია არ გამორიცხავს ჩინურ საქონელზე დაწესებული იმპორტის გადასახადების ნაწილობრივ გაუქმებას, რათა სავაჭრო მოლაპარაკების სტიმულირება მოახდინოს და ჩინეთისგან სავაჭრო სფეროში მომგებიანი წინადადებები მიიღოს, - წერს The Wall Street Journal. სააგენტოს ცნობით, იმპორტის გადასახადების ნაწილობრივი ან სრული გაუქმების იდეით ქვეყნის ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი გამოვიდა. მინისტრი ვარაუდობს, რომ ასეთი ნაბიჯი ერთ ადგილზე გაყინული მოლაპარაკების პროცესის ადგილიდან დაძვრას შეძლებს. გარდა ამისა, ეს დაამშვიდებს ინვესტორებს და შეამცირებს ბაზრებზე რყევებსა და გაურკვევლობას.

ჩრდილოეთ კორეის მმართველი სახალხო პარტიის ერთიანი ფრონტის ხელძღვანელი იონ ჩხონი 17 იანვარს პეკინიდან ვაშინგტონში გაფრინდა, წერს სააგენტო Yonhap. მასთან ერთად არის ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი. სააგენტოს ცნობით, დელეგაცია დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მომდევნო შეხვედრის დეტალებს შეათანხმებს. ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური წარმომადგენელი ვაშინგტონში ამერიკის სახელმწიფო მინისტრს, მაიკლ პომპეოს შეხვდება. გარდა ამისა, დელეგაცია შეეცდება წინასწარ შეათანხმოს დენუკლეარიზაციის დასკვნითი ეტაპის პირობები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. აღინიშნა, რომ მხარეები დიდ ძალისხმევას გასწევენ ორი ქვეყნის საქმიანი წრეების დაახლოების მიმართულებით, რისთვისაც როგორც საქართველოში, ასევე საუდის არაბეთში სავაჭრო და ბიზნეს მისიები ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...