18:52 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნავთობის ფასი შემცირდა
დილა მშვიდობის

სიახლეები

კახა კალაძე: შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება  მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის

 

"სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება არავითარ კავშირში არ არის შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან", - განაცხადა რამდენიმე წუთის წინ სპეცალურად გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

 

კალაძის პრესკონფერენცია, რომელიც ახლაც გრძელდება, დიდ დიღომში მომხმდარ აფეთქებას ეხება.

 

თბილისის მერი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის ქსელების შემოწმება მერიის კომპეტენცია არ არის:

 

"მინდა განვმარტო, თუ როგორ ხდება შენობის ექსპლუატაციაში მიღება. არტიტექტურის სამსახური  გასცემს სამშენებლო ნებართვას, მშენებლობის დასრულების შემდეგ მიდის ზედამხვედველობის სამსახური და ამოწმებს, რამდენად თანხვედრაშია გაცემული ნებართვა და უკვე დასრულებული მშენებლობა, რამდენად შეესაბამება დამტკიცებულ პროექტს და ასე ხდება მიღება ექსპლუატაციაში.

 

რაც შეეხება ამ კონკრეტულ შენობას, სადაც აფეთქება მოხდა, მას ნებართვა გაკეთებული ჰქონდა, დაუდგინდა ხარვეზები, ეს ხარვეზები გამოსწორებულ იქნა და რამდენიმე დღეში ის ექსპლუატაციაშიც მიიღეს.

 

მინდა ხაზი გავუსვა, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის, ამას არეგულირებს მარეგულირებელი კომისიის დადგენილი რეგულაციები და ასევე ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებაში გაწერილი რეგულაციები. და, რა თქმა უნდა, ეს არის ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული", - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მშპ-ს და ვალის ცვლილება

26 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

       2020 წელს საქართველოში სახელმწიფო ვალის 16%-იანი ზრდა ხოლო მშპ-ს 5%-იანი კლება არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლოესი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე...

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი