13:11 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
იაპონიის ზღვის თავზე ერთმანეთს ორი რუსული Су-34 შეეჯახა
2018 წელს, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 566 ფაქტი გამოვლინდა

სიახლეები

ირაკლი ხმალაძე: მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას  არ ადგენს

 

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს. 

 

როგორც ხმალაძემ განმარტა, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობას არ გამოავლენდა.  

 

„საუბარი იყო იმაზე, რომ კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული არ იყო. ექსპლუატაციაში მიღება არაფერს ცვლიდა, რადგან შენობა ამისთვის უკვე მზად იყო. გაზის სისტემის უსაფრთხოებას მერიის მხრიდან ექსპლუატაციაში მიღება არ ადგენს. ეს ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობაა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული, რამდენადაც ისინი დისტრიბუციის ლიცენზიანტებს წარმოადგენენ.  მხედველობაში მაქვს გაზი და ელექტროენერგიაც. არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო პასუხისმგებლობებზე, მაგრამ ცხადია, რაც გაკეთდა, არ იყო სწორი. დიდი ტრაგედია მივიღეთ. ამას უმოკლეს დროში გარემოებების შესწავლა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შესაბამისი დასკვნების გაკეთება სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

 

თბილისის ვიცე-მერი იმედოვნებს, რომ მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენცია მოხდება. 

 

„ღრმად მჯერა, რომ პასუხისმგებლობის, თვითშეგნებისა და გულისხმიერების კიდევ უფრო მაღალი დონე უნდა გამოავლინონ, როგორც კომპანიებმა, ისე მომხმარებლების მხრიდანაც საჭიროა ყურადღება, რადგან დღეს ქალაქში კიდევ გვაქვს კუსტარული მიერთებები, თვითნებურად დამზადებული გამათბობლები, რომლებიც რისკის მატარებელია. გუშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ გამოძახებაც იყო. ამაზე წინასწარ საუბარი არ მინდა, თავს შევიკავებ. უნდა დაველოდოთ იმ პროცესებს, რომელიც გუშინ ღამევე დაიწყო და დიდ იმედს ვიტოვებ, უმოკლეს დროში დასრულდება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...