06:19 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნავთობის ფასი გაიზარდა
ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი ბოლო 28 წლის მინიმალურ ნიშნულამდე შემცირდა

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

21 იან 2019ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

 

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპმა 2018 წელს 6,6% შეადგინა, - ნათქვამია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო სტატისტიკური მართვის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერზე გუშინ გავრცელებულ განცხადებაში. ეს არის ბოლო 28 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, რაც ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპის მკვეთრ შეფერხებაზე მეტყველებს. ჩინეთის მთლიანი მშპ ამჟამად 90,03 ტრილიონ იუანს (13,28 ტრილიონი აშშ დოლარი) აღწევს. 2017 წელს ჩინეთის ეკონომიკა 6,8%-ით გაიზარდა, შემდეგ კი ზრდის ტემპი მთელი 2018 წლის განმავლობაში მცირდებოდა: 2018 წლის პირველ კვარტალში ის 6,8%-ს შეადგენდა, მეორეში - 6,7%-ს, მესამეში 6,5%-ს და მეოთხეში 6,4%-ს.

საქართველოს პრეზიდენტი, 21 იანვარს ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც სალომე ზურაბიშვილი, პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალი საბანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტის დაწყება ბრიუსელიდან პოლიტიკური განაცხადია და მასთან შეხვედრის დიდი მოლოდინია.საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ჩვენს პარტნიორებს ნატოში და ევროკავშირში. შეხვედრები დაგეგმილია ევროკავშირის სამივე პრეზიდენტთან. ეს არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი ანტონიო ტაიანი.

საბერძნეთში გუშინ მომხდარი არეულობების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ათენის პოლიციის მთვარი სამმართველო ავრცელებს."საერთო ჯამში 25 პოლიციელი დაშავდა საბერძნეთის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და მეზობელ ქუჩებზე. ყველა მათგანი ქვეყნის 401-ე სამხედრო ჰისპიტალში იქნა გადაყვანილი", - აცხადებენ პოლიციაში. სამართალდამცავაბმა დემონსტრაციის მონაწილე 12 ადამიანი დააკავეს, მათგან 7-ს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა, დანარჩენები კი მალევე გაათვისუფლეს. აქციაში, საერთო ჯამში, 100 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვია. მთავრობის მეთაურს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ლიეტუვას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი დახვდა. 21 იანვარს მამუკა ბახტაძეს ლიეტუველი კოლეგა საულიუს სკვერნელისი უმასპინძლებს. გაიმართება მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან.

CNN: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 2020 წელს სენატის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. სააგენტოს წყაროს ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით პომპეო უკვე ესაუბრა ამერიკის რესპუბლიკური პარტიის წამყვან კონსულტანტს, უორდ ბეიკერს, სადაც მათ პომპეოს სენეატორად გახდომის შანსები შეაფასეს და კანზასის შტატში მისი სავარაუდო კონკურენტები განიხილეს. სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, ვინც პომპეოს სენატორის კარიერას ურჩევს, არის სენატში რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი. ამჟამად კანზასის შტატის სენატორი აშშ-ის კონგრესში 82 წლის პეტ რობერტსია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აღარ გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

19 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ივლისში რუსეთიდან ტურისტული ნაკადის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ივნისის თვემდე რუსეთიდან ტურისტების შემოდინება გასული წლის...

როგორ შეიცვალა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ?

12 აგვ 2019კვირის გრაფიკი

2019 წლის პირველ შვიდ თვეში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით მაღალი იყო გაუფასურება უკრაინულ...

როგორია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე საქართველოს ბანკებში?

5 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკის მონაცემები აჩვენებს რომ ანაბრების საპროცენტო განაკვეთები ლარში ვადიანობის გათვალისწინებით 7.7%-დან დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, ხოლო დოლარში 1.7%-დან 4%-ის...

პოპულარული

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

19 აგვისტო, 2019კვირის გრაფიკი