სიახლეები
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა გაყიდვაში დააბრუნა 2016 წელს გამოშვებული სმარტფონი iPhone SE. მოწყობილობა აშშ-ში მდებარე Apple-ის ოფიციალურ მაღაზიებში გაიყიდება და ის 249 აშშ დოლარი ეღირება.
ინფორმაცია ამის შესახებ 20 იანვარს გაავრცელა პორტალმა MacRumors. ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე არსებული ყველა iPhone SE-ს ფასი მინიმუმ 100 დოლარით დაიწევს. 249 დოლარი ღირს სმარტფონის 32 გიგაბაიტიანი ვერსია, ხოლო SE, რომელის შიდა მეხსიერებაც 128 გიგაბაიტს აღწევს, 299 აშშ დოლარი დაგიჯდებათ.
ექსპერტების შეფასებით, კომპანიამ ასეთი გადაწყვეტილება მოთხოვნის შემცირებისა და საშუალო საფასო სეგმენტში წილის დიდი ნაწილის დაკარგვის გამო მიიღო.
2019 წლის დასაწყისში Apple Inc-მა კვარტალური გაყიდვების პროგნოზი შეამცირა, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ iPhone-ების ახალი ფლაგმანური მოდელების წარმოების გეგმა შეცვალა და იანვარ-მარტში კომპანია პირველადი პროგნოზით გათვალისწინებულზე 10%-ით უფრო ცოტა სმარტფონს აწარმოებს.
მსგავსი სიახლეები

6 აგვ 2019ტექნოლოგიები
სამსუნგ გალაქსის ღონისძიება „Unpacked” ხვალ გაიმართება

25 ივნ 2019ტექნოლოგიები
Facebook-ს გლობალური ვალუტის შექმნა სურს

27 აპრ 2019ტექნოლოგიები
პანიკა 5G ქსელთან დაკავშირებით - იწვევს თუ არა ახალი თაობის მობილური ინტერნეტი სიმსივნეს?
კვირის გრაფიკი
საქართველოში საშუალო განათლების ხარისხი გაუარესდა!
9 დეკ 2019კვირის გრაფიკი
გასულ კვირას გამოქვეყნებული ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ქართველ მოსწავლეთა საშუალო შეფასება გაუარესდა. ე.წ პიზას კვლევების მიხედვით...
რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?
2 დეკ 2019კვირის გრაფიკი
მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...
ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი
25 ნოე 2019კვირის გრაფიკი
საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...
პოპულარული

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია
18 ნოემბერი, 2019კვირის გრაფიკი

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?
2 დეკემბერი, 2019კვირის გრაფიკი

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი
25 ნოემბერი, 2019კვირის გრაფიკი

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქ ტურინში იტალიური საავტომობილო კომპანია IVECO-ს საქალაქო ავტობუსები დაათვალიერა
22 ნოემბერი, 2019ტრანსპორტი

