22:59 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ტესტი: ხარ თუ არა აზარტული?
WFTGA Convention - მსოფლიოს 70-მდე ქვეყნიდან 300 ტურისტული გიდი და ტურიზმის ბიზნესის წარმომადგენელი საქართველოში

სიახლეები

ტრამპი: ჩინეთის ეკონომიკური პარამეტრები აშშ-სთან სავაჭრო კონფლიქტმა გააუარესა

 

იმ ფაქტს, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1990 წლის შემდეგ თავის მინიმალურ ნიშნულამდე დაეცა, აშშ-ის პრეზიდენტი Twitter-ის საშუალებით გამოეხმაურა:

 

"ჩინეთს 1990 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი ეკონომიკური მაჩვენბლები აქვს აშშ-სთან სავაჭრო დაძაბულობისა და ჩვენი ახალი პოლიტიკის გამო. ჩინეთისთვის ჭკვიანური იქნება, თუ, ბოლოს და ბოლოს, რეალურ შეთანხმებას მივაღწევთ და ამ თამაშს შევწყვეტთ", - დაწერა ტრამპმა.  

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო სტატისტიკური მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპმა 2018 წელს 6,6% შეადგინა, რაც, თავის მხრივ, ცუდი მაჩვენებელი არ არის, თუმცა ჩამორჩება გასული წლების მაჩვენებლებს. 

 

მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპის მტკიცებას, რომ ჩინეთზე უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი აშშ-სთან სავაჭრო პირობების შეცვლამ გამოიწვია, მხოლოდ ნაწილობრივ აქვს საფუძველი:

 

2018 წელს ჩინეთის დადებითმა სავაჭრო სალდომ აშშ-სთან 323,32 მილიარდი დოლარი შეადგინა, როცა 2017 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 275,8 მილიარდი აშშ დოლარი იყო.  

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბედნიერების დონე მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

26 ივლ 2021კვირის გრაფიკი

       ბედნიერების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 117-ე ადგილზეა. მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის მონაცემებით, საქართველოს ბედნიერების ინდექსი 4.673-ია, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს...

დემოკრატიის ინდექსი საქართველოსა და მსოფლიოში

19 ივლ 2021კვირის გრაფიკი

       საქართველო დემოკრატიის ინდექსით მსოფლიოში 89-ე ადგილზეა. ჟურნალ „ეკონომისტის" მონაცემებით, საქართველოში დემოკრატიის ინდექსი 53.1-ს შეადგენს, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს...

კოვიდ ვაქცინაცია მსოფლიოში 2021 ივლისი

12 ივლ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ვაქცინაციით მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანას საგრძნობლად ჩამორჩება. OurWorldinData-ს მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 8% არის ვაქცინირებული სულ მცირე 1...