სიახლეები
დილის საკითხავი

იმ ფაქტს, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1990 წლის შემდეგ თავის მინიმალურ ნიშნულამდე დაეცა, აშშ-ის პრეზიდენტი Twitter-ის საშუალებით გამოეხმაურა: "ჩინეთს 1990 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი ეკონომიკური მაჩვენბლები აქვს აშშ-სთან სავაჭრო დაძაბულობისა და ჩვენი ახალი პოლიტიკის გამო. ჩინეთისთვის ჭკვიანური იქნება, თუ, ბოლოს და ბოლოს, რეალურ შეთანხმებას მივაღწევთ და ამ თამაშს შევწყვეტთ", - დაწერა ტრამპმა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო სტატისტიკური მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპმა 2018 წელს 6,6% შეადგინა, რაც, თავის მხრივ, ცუდი მაჩვენებელი არ არის, თუმცა ჩამორჩება გასული წლების მაჩვენებლებს.

იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 2,5 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 2,9 პროცენტიანი ზრდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფასები 2,7 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე, ასევე 2,7 პროცენტიანი მატება ფიქსირდება სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე. რაც შეეხება ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 38,9 პროცენტიანი ზრდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, რომელიც ცდილობს "ბრექსიტის" გეგმა ქვეყნის პარლამენტის თემთა პალატაში გაიტანოს და ვითარება ჩიხური მდგომარეობიდან გამოიყვანოს, აცხადებს, რომ მეორე რეფერენდუმის ჩატარება არარეალურია. მეიმ არაფერი თქვა მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებითაც, როგორც ჩანს პრემიერ-მინისტრი არც ამ ვარიანტს განიხილავს. გუშინ ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ განმეორებით რეფერენდუმს მხარდამჭერები პარლამენტშიც არ ჰყავს და ერთადერთი რეალური გეგმა ის არის, ქვეყნის პარლამენტმა არსებული შეთანხმება 29 მარტამდე დაამტკიცოს, სანამ ქვეყანა ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს. პრემიერმა "ბრექსიტის" პროექტი პარლამენტში განსახილველად ხელმეორედ გუშინ შეიტანა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და საქართველოს გიდების ასოციაციის ორგანიზებით თბილისში გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის კონგრესი WFTGA Convention 2019 მიმდინარეობს. მე-18 საერთაშორისო კონგრესი 5 დღე გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში საქართველოში მსოფლიოს 70-მდე ქვეყნიდან 300 ტურისტული გიდი და ტურიზმის ბიზნესის წარმომადგენელია ჩამოსული. კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რუსუდან მამაცაშვილმა.

ვენესუელას თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში გადატრიალების მცდელობის ჩახშობის შესახებ გაავრცელა განცხადება. ადგილობრივი პრესის ცნობით, დაკავებულია რამდენიმე ათეული სამხედრო პირი. ამავდროულად, კარაკასში საპროტესტო გამოსვლები და არეულობა დაიწყო. თავადაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ეროვნული გვარდიის გარკვეულმა ჯგუფმა გაიტაცა იარაღი დედაქალაქში მდებარე სამხედრო საწყობიდან და ტყვედ აიყვანა 4 ოფიცერი, რომელიც ნიკოლას მადუროს უჭერდა მხარს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებზე ჩანს, როგორ დადიან ქუჩაში სამხედრო პირები და ადამიანებს მიტინგებზე გამოვლისკენ მოუწოდებენ.
მსგავსი სიახლეები

25 თებ 2019ექსკლუზივი
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება: მიზეზები, რის გამოც მოსახლეობა ქუჩაში გამოდის

19 თებ 2019ექსკლუზივი
2018 წელს ბანკებმა კლიენტების დაჯარიმებით თითქმის 85 მილიონის შემოსავალი მიიღეს

7 თებ 2019ექსკლუზივი
5 საუკეთესო დასასრულის მქონე ფილმი მსოფლიოში
კვირის გრაფიკი
რამდენი სტუდენტი სწავლობს საზღვარგარეთ?
25 იან 2021კვირის გრაფიკი
უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების წილი სტუდენტების მთლიან რაოდენობასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2013 წელს ქართველი სტუდენტების...
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში
18 იან 2021კვირის გრაფიკი
ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
პოპულარული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

