08:32 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
მამუკა ბახტაძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

სიახლეები

ჩინეთმა პირველი გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვების დაბადება ოფიციალურად დაადასტურა

 

ჩინეთის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა გენეტიკურად მოდიფიცირებული ტყუპების - ლულუსა და ნანის - დაბადება, რომელთაც აივ ვირუსის წინააღმდეგ თანდაყოლილი იმუნიტეტი აქვთ.  

 

ბავშვების დედა ჯანმრთელია, მათი მამა კი აივ ვირუსის მატარებელია.  სააგენტო "სინჰუა" ექსპერიმენტის ავტორს მწვავედ აკრიტიკებს და წერს, რომ მას ამ გზით "პირადი დიდებისა და გამორჩენის" მიღება სურდა.  

 

ექსპერიმენტი შენჯენის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰე ძიანკუიმ ჩაატარა. გენეტიკოსების ჩარევით, მოხდა ტყუპების CCR5 გენის მოდიფიკაცია, რამაც აივ ინფექციის წინააღმდეგ ბუნებრივი იმუნიტეტი განაპირობა. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები პრაქტიკულად ჯანმრთელები არიან, მეცნიერს სერიოზული სასჯელი ელის. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მსგავს ექსპერიმენტებში კიდევ 8 წყვილი იღებდა მონაწილეობას და ერთ-ერთი ქალბატონი ამჟამად ორსულად არის.  

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანდაცვის კომიტეტმა გასული წლის ნოემბერში ადამიანის ემბრიონის გენეტიკური მოდიფიკაცია აკრძალა და ასეთ ექსპერიმენტებს "სამედიცინო ეთიკის განსაკუთრებით მიუღებელი და უხეში დარღვევა უწოდა". 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...

პოპულარული