10:14 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
2019 წლის 30 ივნისის შემდეგ ოფშორული ზონები პრაქტიკულად აღარ იარსებებს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

სიახლეები

ლევან დავითაშვილმა ბერლინში ხელი მოაწერა FAO -სთან თანამშრომლობის განახლებულ გეგმას

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ბერლინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)  ევროპისა და ცენტრალური აზიის  რეგიონული  წარმომადგენლის მოადგილეს, რაიმუნდ იელეს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს 2017-2020 წლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების განახლებულ დოკუმენტს. აღნიშნული დოკუმენტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის დარგის კონკურენტუნარიანობის ზრდას, სურსათის წარმოების, ხელშეწყობას და თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით სოფლად სიღარიბის დაძლევას, ასევე, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიების და სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული აქტივობების მხარდაჭერას.  დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ექსტენციის სისტემის განვითარებას, საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული სერვისების ინკლუზიურობის და თანამონაწილეობის უზრუნველყოფას და გარემოსადმი მეგობრულად განწყობილი სოფლის მეურნეობისა და ეკოსისტემების დანერგვას რეგიონებში და,  ამ მიზნით, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას.  პროექტის მთავარი პარტნიორები არიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ადგილობრივი თვითმართველობები და პროფესიული განვითარების ცენტრები, ფერმერები და კერძო ბენეფიციარები.

 

პროექტი 4 წლიანია და აღნიშნული მიმართულებებით  ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს.

 

როგორც ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, FAO არის სამინისტროს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, როგორც დარგში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის, ისე მთავრობის მიერ შემუშავებული პოლიტიკის პრაქტიკაში დანერგვის კუთხით.

 

„მისასალმებელია, რომ თბილისში მუშაობს FAO-ს 40-მდე თანამშრომელი ცოდნის გაზიარებისა და ექსპერტული დახმარების მიმართულებით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

რაიმუნდ იელეს განცხადებით, საქართველო არის რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა და საქართველოს მთავრობის მიერ დარგში განხორციელებული რეფორმები ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი

28 სექ 2020კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში 6-ჯერ გაიზრდება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით 27 ოქტომბერს საქართველოში...

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...