სიახლეები
დილის საკითხავი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონი NATO-ს მხარდაჭერის შესახებ, რომელიც დონალდ ტრამპს ხელს შეუშლის იმ შემთხვევაში, თუ ის გადაწყვეტს, რომ აშშ-მ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უნდა დატოვოს. კანონს მხარი დაუჭირა 357-მა კონგრესმენმა, წინააღმდეგ წავიდა - 22. ფორმალურად, კონგრესს არ შეუძლია პრეზიდენტს ალიანსის დატოვება აუკრძალოს, თუმცა შეუძლია დაბლოკოს ამ პროცესის დაფინანსება, რაც NATO-ს დატოვებას შეუძლებელს გახდის. ასეთი ტაქტიკა კონგრესმა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პირობებშიც გამოიყენა და ექს პრეზიდენტს გუანტანამოს სამხედრო ციხის დახურვის საშუალება არ მისცა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრს ჯიმ კარს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები იყო საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების კუთხით, ასევე ქვეყნის მდიდარი ჰიდრორესურსები. ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სავაჭრო ტენდენციებს, ასევე კანადის პოლიტიკას ვაჭრობის დივერსიფიკაციის მიმართულებით. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია ქვეყნის უფრო ეფექტური ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, შეხვდა. ლიდერები შვეიცარიაში მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად არიან ჩასული. "დავოსში გავმართე არაოფიციალური შეხვერა ილჰამ ალიევთან, გავცვალეთ აზრები მოლაპარაკების პროცესის ამჟამინდელი მდგომარეობისა (იგულისხმება ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესი) და ამ საკითხთან დაკავშირებული სამომავლო ხედვების შეხებ. შეხვედრა 1,5 საათს გაგრძელდა", - დაწერა პაშნიანმა თავის Facebook გვეერდზე. არაფორმალური შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა აზერბაიჯანულ პრესაშიც.

უკრაინულმა პარტია "ბატკივშინამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მათი ლიდერი - უკრაინის ექს-პრემიერი იულია ტიმოშენკო - დაასახელა. ასეთი გადაწყვეტილება პარტიამ ყრილობაზე მიიღო, რომელიც კიევში გუშინ გაიმართა. ყრილობაზე სიტყვით გამოვიდნენ ტიმოშენკოს მხარდამჭერები, ოჯახის წევრები და პოლიტიკური პარტნიორები. ტიმოშენკოს მხარი დაუჭირა დამოუკიდებელი უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა: "ეს ახალი პრეზიდენტის კი არა, ახალი კურსის არჩევნები იქნება", - თქვა კრავჩუკმა. ყრილობაზე აჩვენეს ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაც.

საზღვაო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Stena Rederi საქართველოდან ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით დაინტერესდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კომპანიიის აღმასრულებელი დირექტორის კარლ ჰაგმანის შეხვედრისას აღინიშნა. საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს საზღვაო პოტენციალს და აღინიშნა, რომ მის განვითარებას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს საქართველოში საბორნე გადაზიდვების ორგანიზებით ევროპასა და აზიაში უმსხვილესი ოპერატორი კომპანიის დაინტერესება. Stena Rederi-ის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, საქართველოს საზღვაო გადაზიდვების სფეროში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს რასაც ქვეყნის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობაც უწყობს ხელს.
მსგავსი სიახლეები

25 თებ 2019ექსკლუზივი
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება: მიზეზები, რის გამოც მოსახლეობა ქუჩაში გამოდის

19 თებ 2019ექსკლუზივი
2018 წელს ბანკებმა კლიენტების დაჯარიმებით თითქმის 85 მილიონის შემოსავალი მიიღეს

7 თებ 2019ექსკლუზივი
5 საუკეთესო დასასრულის მქონე ფილმი მსოფლიოში
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში
18 იან 2021კვირის გრაფიკი
ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
პოპულარული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

