12:22 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სილქნეტი გაზრდილ ტარიფებზე: "სილქნეტი კანონის სრული დაცვით მოქმედებს“
გიორგი ქობულია - „ნიდერლანდურ კომპანიასთან საქართველოში გემთმშენებელი საწარმოს მშენებლობის შესაძლებლობა განვიხილეთ“

სიახლეები

იულია კლოქნერი: კაცობრიობის უდიდეს გამოწვევად რჩება ბრძოლა შიმშილის წინააღმდეგ

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბერლინში ყოველწლიურ გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 80-მდე სოფლის მეურნეობის მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმი ქალაქ ბერლინში საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა.

 

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული მე-11 გლობალური ფორუმის მთავარი განსახილველი თემა იყო  „ციფრული სოფლის მეურნეობა, გონივრული გადაწყვეტილება მომავლის ფერმერებისთვის“.

 

როგორც ფორუმზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, იულია კლოქნერმა განაცხადა, კაცობრიობის უდიდეს გამოწვევად რჩება ბრძოლა შიმშილის წინააღმდეგ; სურსათზე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, სოფლის მეურნეობის განვითარებას გადამწყვეტი როლი ენიჭება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში, მექანიკური, ტექნოლოგიური, ბიოლოგიური, ქიმიური და ბიზნესის მართვის ინოვაციების მეშვეობით, გასამმაგდა სურსათის წარმოება, 800 მლნ ადამიანი მაინც შიმშილის ზღვარზეა. ასევე გამოწვევად რჩება ნიადაგის, წყლის, ენერგიისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით უკვე შესაძლებელი ხდება კლიმატის ცვლილებების წინასწარი პროგნოზირება, რაც სურსათის წარმოების ზრდის შესაძლებლობას იძლევა.  

 

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ, სურსათის წარმოების ზრდის კვალდაკვალ, აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გეოგრაფიაზე და სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებით მდგრადი პრინციპების დანერგვა ისე, რომ დაცული იყოს როგორც გარემო, ისე ბიომრავალფეროვნება, რომელიც მრავალფეროვანი და ინდივიდუალურია მთელ მსოფლიოში. მისივე თქმით, ციფრული ტრანსფორმაცია შეუქცევადი პროცესია;  საქართველოს მთავრობა გამორჩეულია - საჯარო სფეროში სერვისების გაციფრულება უკვე განხორციელდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შექმნა ფერმერთა და ფერმების რეესტრი, რომელზე დაყრდნობითაც მოახდენს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროექტების განხორციელებას და ხელს შეუწყობს სოფლად სიღარიბის დაძლევას და ფერმერებისთვის შემოსავლების ზრდას.

 

მინისტრებმა ფორუმის ფარგლებში გამართულ პარალელურ სესიებზე განიხილეს ოთხი ძირითადი საკითხი: ციფრული ტექნოლოგიების პოტენციალის გამოყენება სოფლის მეურნეობაში, ფერმერების წვდომა ამ ტექნოლოგიებზე, ინფორმაციების უსაფრთხოება და ინფორმაციის სუვერენიტეტი და სტრუქტურული ცვლილებები სოფლის მეურნეობის ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობა.

 

მინისტერიალის დასასრულს, ფორუმის მონაწილეებმა შეიმუშავეს კომუნიკე, რომელმაც განსაზღვრა და დააწესა ძირითადი მიმართულებები პარტნიორი ქვეყნების მიერ 2019 წელს სოფლის მეურნეობის გაციფრულების საკითხებზე.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ბერლინში გამართულ მინისტერიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკითხებში დავით კირვალიძე და გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი

28 სექ 2020კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში 6-ჯერ გაიზრდება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით 27 ოქტომბერს საქართველოში...

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...