11:50 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი - საოკუპაციო ხაზზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არსებობა საქართველოსათვის მნიშვნელოვანი, პოლიტიკური მხარდაჭერაა
ვინ იბრძოლებს ოსკარისთვის?

სიახლეები

სოფო კილაძე: „წინასწარი მონაცემებით, იკვეთება გარკვეული რეგულაციების არსებობის აუცილებლობა ბუნებრივი აირის უსაფრთხოების კუთხით"

 

მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ენერგეტიკის მიმართულებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ნათია თურნავას, ენერგოომბუდსმენს, სალომე ვარდიაშვილსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირინა მილორავას შეხვდა.

 

შეხვედრაზე ბუნებრივი აირის უსაფრთხოების კუთხით რეგულაციების არსებობის აუცილებლობის შესახებ იმსჯელეს. 

 

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით მომხდარი ტრაგედიის გათვალისწინებით, რომელმაც რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ბავშვი იმსხვერპლა, მნიშვნელოვანია იმ გარემოებების დეტალური შესწავლა, რომელიც ბუნებრივი აირის უსაფრთხოებას უკავშირდება.

 

„სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. ამიტომ, კარგად უნდა შევისწავლოთ ეს საკითხი. წინასწარი მონაცემებით, იკვეთება გარკვეული რეგულაციების არსებობის აუცილებლობა ბუნებრივი აირის უსაფრთხოების კუთხით. ეს, ამ შემთხვევაში, არ უკავშირდება სამშენებლო რეგულაციებს. ჯერჯერობით გავდივართ კონსულტაციებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისათვის“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტის ფარგლებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი.

 

„სამუშაო ჯგუფში ჩაერთვება ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, უცხოელი ექსპერტებიც და ერთად შევიმუშავებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ისეთ ცვლილებებს, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს“, -  აღნიშნა სოფო კილაძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...