20:52 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მამუკა ბახტაძე - ჩვენი ისტორიული ფესვები და ჩვენი მომავალიც ევროპულია
საგარეჯოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მაღალტექნოლოგიური ჩირის საწარმო აშენდება

სიახლეები

თბილისში დამატებითი ქუჩები განისაზღვრება, სადაც მიკროავტობუსები გაჩერებას მხოლოდ კონკრეტულ ადგილებზე შეძლებენ

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეს, მაია ბითაძეს დაავალა, უკვე არსებული 14 ქუჩის გარდა, განისაზღვროს დამატებითი ქუჩები, რომლებზე მოძრავ მიკროავტობუსებს მგზავრების აყვანა-ჩამოსმის ვალდებულება მხოლოდ გაჩერებებზე ექნება. 

 

გარდა ამისა, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს, მამუკა მუმლაძეს შერჩეულ ქუჩებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა სთხოვა.   

 

„გასულ წელს დავიწყეთ საპილოტე პროექტი. შეირჩა 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს სხვადასხვა ადგილას გაჩერება ეკრძალებათ და მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გაჩერებებზე, მოსაცდელებში აქვთ უფლება, მგზავრი ჩამოსვან და აიყვანონ. ეს ყველაფერი მოძრაობისა და ქვეითების უსაფრთხოების მიზნით გაკეთდა, რომელმაც საკმაოდ გაამართლა. მინდა, მაია ბითაძეს დავავალო, დაიწყონ მუშაობა დამატებითი ქუჩების განსასაზღვრად, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერების ვალდებულება მხოლოდ გაჩერებებზე ექნებათ. ამავდროულად, მინდა, მამუკა მუმლაძეს დავავალო, ვიდრე ქუჩების შერჩევას დაიწყებთ, ინფრასტრუქტურის მომზადება დაიწყოთ. ვგულისხმობ დამატებითი გაჩერებების მოწყობას, რათა მოცულობა გაიზარდოს და მიკროავტობუსებისთვის მზავრების აყვანა და ჩამოსმა უფრო მარტივად იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

 

ამასთან, თბილისის მერმა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს სთხოვა, სპეციალური ფორმები შეიკეროს MAN-ის ფირმის ავტობუსების მძღოლებისთვის, რომლებიც ქალაქში  თებერვლიდან ეტაპობრივად შემოვა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...

კორონავირუსი და მსოფლიო

3 თებ 2020კვირის გრაფიკი

          კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დაავადების პირველად გამოვლენის დღიდან დაავადების სწრაფად გავრცელება ხდება...