09:32 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი IFAD-ის პრეზიდენტს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტულობაზე ესაუბრა
​სალომე ზურაბიშვილმა ფედერიკა მოგერინისთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილა

სიახლეები

საღამოს საკითხავი

საღამოს საკითხავი

23 იან 2019ექსკლუზივი

 

საღამოს საკითხავი

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბრიუსელში, პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებასა და შემდგომი დღის წესრიგის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა იოჰანეს ჰანმა მედიისათვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. სალომე ზურაბიშვილმა ჟან-კლოდ იუნკერს​ მადლობა გადაუხადა ვიზიტის ფარგლებში გაწეული უაღრესად თბილი მიღებისთვის და ბათუმში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მოიპატიჟა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე მერიის კუთვნილებაში არსებული ცალკეული ფართები პირდაპირი განკარგვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობა 3000-ს აღემატება. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, დაბალი სოციალური ქულების მქონე ოჯახების დაკმაყოფილება მოხდება.

ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელი Guangzhou Automobile Group-ი წლის ბოლომდე საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და კომპანიის ხელმძღვანელის წენგ ცინჰონგის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ, კომპანია ქვეყანაში არსებულ გარემოს შეისწავლის, რის შემდეგაც ინვესტიციის განხორციელებისა და ობიექტების მშენებლობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი Guangzhou Automobile Group-ი ს თავმჯდომარეს შეხვედრისას იმ ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატზე ესაუბრა, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ეხმაურება კომპანია „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ („ჯეოსელი“) გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მობილურ მომსახურებაზე, ფიქსირებულ ინტერნეტზე და IP ტელევიზიის შერეულ პაკეტებზე ტარიფების ზრდა იგეგმება. ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით აღნიშნული გადაწყვეტილება ყოვლად მიუღებელია და იგი კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კომპანიები მიზანმიმართულად და დაუსაბუთებლად ცდილობენ მომსახურების გაძვირებას და შედეგად მნიშვნელოვნად აზარალებენ მომხმარებელს.

დღეს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ანგელა მერკელი: მას მიაჩნია, რომ მსოფლიო ჯერ კიდევ არ გამოსულა ფინანსური კრიზისიდან. კანცლერს ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას მსოფლიოს უმსხვილესი ცენტრალური ბანკების მონეტარულ პოლიტიკაზე დაკვირვება აძლევს. მერკელმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს უდიდესი მნიშვნელობა აქვს: "მე ჩემს თავს ყოველი ინვესტორის პირად მცველად მივიჩნევ, ვისაც ჩინეთში ინვნესტირება სურს, ყოველი ინვესტიციის. მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტიციები", - ამბობს მერკელი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში საშუალო განათლების ხარისხი გაუარესდა!

9 დეკ 2019კვირის გრაფიკი

გასულ კვირას გამოქვეყნებული ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ქართველ მოსწავლეთა საშუალო შეფასება გაუარესდა. ე.წ პიზას კვლევების მიხედვით...

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკ 2019კვირის გრაფიკი

მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

25 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...

პოპულარული

 მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოემბერი, 2019კვირის გრაფიკი

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკემბერი, 2019კვირის გრაფიკი