11:20 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა და Koç Holding-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელეს
საღამოს საკითხავი

სიახლეები

პრემიერ-მინისტრი IFAD-ის პრეზიდენტს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტულობაზე ესაუბრა

 

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) საქართველოში დელეგაციას გააგზავნის, რის შემდეგაც კონკრეტულ წინადადებებს შეიმუშავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ფონდის პრეზიდენტ ჟილბერტ ჰუნგბოს შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

 

საუბრისას სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და ხაზი გაუსვეს სოფლის მეურნეობის როლს, ასევე მის მნიშვნელობას ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში.

 

"პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა იმ როლის მნიშვნელობა, რომელსაც სოფლის მეურნეობა ასრულებს. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია საქართველოს მოსახლეობის 40-45%.  სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში არის 9%. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა სოფლის მეურნეობის მნიშვნელობა ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფაში.ჩვენ ვგეგმავთ დელეგაციის გაგზავნას საქართველოში, რათა გავაღრმავოთ ჩვენი დისკუსიები სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ასევე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან და შემდეგ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი კონკრეტული შეთავაზება", - განაცხადა ფონდის პრეზიდენტმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ. 

 

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD), საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და გაეროს სპეციალიზებული სააგენტოა, რომელიც რომშია განლაგებული. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის განვითარების დონისა და საკვების ხარისხის გაუმჯობესებას ბენეფიციარ ქვეყნებში. IFAD-ი ეხმარება ფერმერებს, მცირე მეწარმეებს სხვადასხვა ტექნოლოგიის დანერგვასა და ათვისებაში.1978 წლიდან დღემდე ფონდს გრანტებისა და დაბალპროცენტიანი სესხების სახით 18,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება აქვს გაწეული მსოფლიოს მასშტაბით 464 მილიონი ადამიანისთვის.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი

28 სექ 2020კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში 6-ჯერ გაიზრდება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით 27 ოქტომბერს საქართველოში...

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...