20:52 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
BP: 2019 წელს ნავთობის მისაღები ფასი 50-65 დოლარის ფარგლებში იქნება
ვენესუელას მთავარმა ოპოზიციონერმა თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

24 იან 2019ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

 

საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფის Koç Holding-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევენთ ჩაკიროღლუმ შეხვედრაზე, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. პრემიერმა ჰოლდინგის ხელმძღვანელს გააცნო საქართველოს მთავრობის ინიციატივები, რომლებიც ბიზნესის მაქსიმალურ ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ასევე მიაწოდა ინფორმაცია მსოფლიოს წამყვან რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციების შესახებ.

ხუან გუაიდომ, რომელიც 21 იანვარს ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან მოხსნა, თავი ვენესუელას პრეზიდენტად გამოაცხადა და საპრეზიდენტო ფიცი დადო. "ვფიცავ, პასუხისმგებლობით ავიღო ხელში ვენესუელას აღსრულებელი ხელისუფლების ხელძღვანელობა, ქვეყნის პრეზიდენტის რანგში", - განაცხადა გუაიდომ მრავალათასიან მიტინგზე, - წერს El Nacional. ოპოზიციონერის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოსულმა მოქალაქეებმა ქვეყნის ჰიმნი შეასრულეს და მის გადაწყვეტილებას აპრლოდისმენტებით შეხვდნენ. კარაკასსა და სხვა ქალაქებში გამოსვლები და არეულობა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობას მოჰყვა, რომელიც ნიკოლას მადურომ ჩაახშო.

აშშ-ში მიმდინარე საბიუჯეტო კრიზისის ფონზე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეიტინგი 40%-მდე შემცირდა. "შათდაუნი" ქვეყანაში უკვე მეორე თვეა გრძელდება და ის არ შეწყდება იქამდე, სანამ რესპუბლიკელები და დემოკრატები მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსების საკითხზე არ შეთანხმდებიან. სარეიტინგო გამოკითხვა ჟურნალმა Politico-მ ჩაატარა, 18-22 იანვარს. გამოკითხვაში მონაწილეობას 2 ათასამდე ადამიანი იღებდა. სააგენტოს ცნობით, ამერიკის მოსახლეობის 57%-ზე მეტი უკმაყოფილოა ტრამპის ნაბიჯებით, რომელიც მან საბიუჯეტო კრიზისის გადაჭრის მიმართულებით გადადგა.

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი Citi Group-ი საქართველოს საინტერესო და სანდო პარტნიორად აფასებს. ამის შესახებ ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯეი კოლინსმა დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ასევე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განსახილველ საკითხებს. ყურადღება გამახვილდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. პრემიერმა Citi Group-ის თავმჯდომარის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის საგადასახადო ინიციატივების შესახებ.

აუცილებელია სირიაში საკონსტიტუციო კომისიის შექმნის პროცესის დაჩქარება, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც გუშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ესაუბრა ამ საკითხზე, რუსეთში. "ჩვენი მიზანია მოვუტანოთ სირიელ ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროები არ იშურებენ დიპლომატიურ ძალისხმევას ამ მიმართულებით", - თქვა ერდოღანმა. საკონსტიტუციო კომისიამ სირიის ახალი კონსტიტუციის კანონპროექტი უნდა წარადგინოს. მისი ფორმირების პროცესში რუსეთი, თურქეთი და ირანი არიან ჩართული.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...