20:15 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Agility Group-ი საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავს
კახა კალაძე: ვანდალიზმის ფაქტები ხშირია, ამიტომ ჩემი თხოვნაა, გავუფრთხილდეთ იმას, რასაც ჩვენვე ვქმნით

სიახლეები

კახა ბექაური: „მომხმარებელს საშუალება ექნება ჩამოტვირთოს მარტივი აპლიკაცია და ინტერნეტის ხარისხი გაზომოს"

 

„მომხმარებელს საშუალება ექნება, ტელეფონში, თუ კომპიუტერში ჩამოტვირთოს მარტივი აპლიკაცია, რომელიც კომისიის ვებგვერდზე იქნება განთავსებული და ინტერნეტის ხარისხი ამით გაზომოს. თუ მას ეჭვი შეეპარება, რომ ხარისხი ცუდია, პირდაპირ მოგვმართავს. ჩვენ ამას მომართვის გარეშეც, ონლაინ დავინახავთ და კომუნიკაციების კომისია ყველა დარღვევაზე მყისიერ რეაგირებას მოახდენს“, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

 

როგორც ბექაურმა აღნიშნა, კომისია უკმაყოფილოა ფიქსირებული ინტერნეტის ხარისხით და არაადეკვატური ფასით.

 

ბექაურმა სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად დაანონსა აპლიკაციის შექმნა, რომელიც მომხმარებელს ინტერნეტის ხარისხის მარტივად გაზომვის საშუალებას მისცემს:

 

„ბოლო ერთი წელიწადია, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის შექმნაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომელიც უკვე შევქმენით. ჩამოვიტანეთ შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობა, თავისი პროგრამული უზრუნველყოფით. ეს სისტემა უკვე გამართულია და ყოველდღიურ რეჟიმში, დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეგვეძლება, შევამოწმოთ, ნებისმიერი ოპერატორი თავის ნებისმიერ აბონენტს აძლევს თუ არა იმ ხარისხის მომსახურებას, რაც კონტრაქტში უწერია.

 

დადგენილებით დავავალდებულეთ, კონტრაქტები შეეცვალათ და ყველა მომხმარებლის კონტრაქტში ხარისხის მაჩვენებელი პარამეტრები ჩაეწერათ, რის დაცვის ვალდებულებასაც შემდეგ აიღებენ. კომისია რეგულარულად შეამოწმებს, მართლაც აწვდიან თუ არა მომხმარებელს იმ ხარისხით, რაც ხელშეკრულებაშია ჩაწერილი და თუ ეს ირღვევა, შესაბამის რეაქციას გავაკეთებთ", – განაცხადა ბექაურმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...