სიახლეები
ევროპარლამენტი მოუწოდებს დიდი ბრიტანეთის მთავრობას, უახლოეს დღეებში ნათელი მოჰფინოს ვითარებას "ბრექსიტთან" დაკავშირებით და საჯარო გახადოს მათი ოფიციალური გეგმები და პოზიცია.
მოლაპარაკება აჟამად ჩიხურ ვითარებაშია შესული. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბრიუსელისა და ლონდონის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს, ბრიტანეთის პარლამეტნმა "ბრექსიტის" ეს პროექტი არ მოიწონა და არავინ იცის, რა მოხდება მომავლაში.
ამ საკითხებზე საუბარია ევროპარლამენტის საკოორდინაციო ჯგუფის განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა: " ბრექსიტის საკითხებში ევროპარლამენტის საკოორდინაციო ჯგუფმა დღეს განიხილა დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების საკითხი", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ჯგუფი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის მთავრობამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლა პარტნიორებთან მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის გზით უნდა სცადოს.
"ველით, რომ ბრიტანული მხარე რაც შეიძლება მალე წარმოგვიდგენს პოზიტიურ და სიცოცხლისუნარიან გეგმასა და წინადადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.
მიუხედავად ამისა, ბუნდოვანია, რას ელის ევროპარლამენტი დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან, რადგან ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ, ევროპარლამენტს არსებული შეთანხმება "სამართლიანად" მიაჩნია და მისი შეცვლის სურვილი არ აქვს.
მსგავსი სიახლეები

5 ივნ 2019საერთაშორისო
ლონდონში ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

5 ივნ 2019საერთაშორისო
სი ძინპინი რუსეთს ეწვია

5 ივნ 2019საერთაშორისო
ვიტალი კლიჩკო მიხეილ სააკაშვილს პარტია "უდარის" ლიდერობას სთავაზობს
კვირის გრაფიკი
განათლებაზე გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი
22 თებ 2021კვირის გრაფიკი
როგორც განათლების ხარისხით ასევე განათლებაზე გაწეული ხარჯებით საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით აუტსაიდერია. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული მოსწავლის...
ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებ 2021კვირის გრაფიკი
ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების კლება აღინიშნება. Ourworldindata-ს მონაცემებით, ისრალეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში...
რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებ 2021კვირის გრაფიკი
ერთ მასწავლებელზე მოსწავლეთა საშუალო რაოდენობის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. Ourworldindata-ს 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში თითოეულ...
პოპულარული


ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

ასაკი და კოვიდ სიკვდილიანობა
1 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

მაია ბითაძე - ტყის კოდექსი ეფექტიანად უნდა ავამოქმედოთ
10 თებერვალი, 2021პოლიტიკა
