07:10 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ბილაინი: ამ ეტაპზე გაყიდვის წინადადება არ არსებობს
ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის ელექტროსადგურების განვითარებით დაინტერესდა

სიახლეები

თბილისს ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით, თბილისს ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა.

 

ვიზიტის შესახებ დეტალები პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი, რომელიც ამ წუთებში დასრულდა.

 

აღიარებული ავტორი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და ესეისტი მარიო ვარგას ლიოსა საქართველოს სექტემბრის შუა რიცხვებში ესტუმრება.

 

საქართველოში მწერალი მეუღლესთან ერთად იმოგზაურებს.

 

ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ავტორის შეხვედრები ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ გამომცემლებთან და მთარგმნელებთან. ასევე, ქართველ მკითხველთან და სტუდენტებთან. ავტორთან შეთანხმებით მზადდება სპეციალური კულტურული პროგრამა, რომლის მიზანია მარიო ვარგას ლიოსასთვის ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება. ეს იქნება მარიო ვარგას ლიოსას პირველი ვიზიტი კავკასიაში.

 

როგორც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგეგმება 3 ფართო შეხვედრა, რომლის შესახებაც გაიმარტება კონსულტაციები, რათა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ყველა მსურველმა შეძლოს შეხვედრებზე დასწრება.

 

 

artnews.ge

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...