02:42 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა
Brexit-ის ფონზე ევროკავშირის ერთიანობა განმტკიცდა

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

25 იან 2019ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

ჩინეთში კომპანია Microsoft-ის საძიებო სისტემა Bing დაბლოკეს. ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა პრესამ გაავრცელა, მოგვიანებით კი Microsoft-მაც დაადასტურა. იმ ფონზე, რომ ჩინეთში უკვე დაბლოკილია საძებო სისტემა Google, Bing ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა. Financial Times-ის ცნობით, სახელმწიფო ოპერატორმა "China Unicom-მა" Bing-ის დაბლოკვის ბრძანება ქვეყნის მთავრობისგან მიიღო, თუმცა მიზეზები მათთვისაც არ არის ცნობილი. "ვადასტურებთ, რომ Bing ჩინეთში არ ფუნქციონირებს. კომპანია ახლა სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრის პროცესშია", - აცხადებს Microsoft-ის წარმომადგენელი The Verge-სთან ინტერვიუში.

ამერიკის ადმინისტრაცია კონცენტრირებულია იმაზე, რომ ვენესუელას პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას შემოსავლის წყაროები გადაუკეტოს. ამაზე თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა ამერიკის პრეზიდენტის თანაშემწემ უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა. გარდა ამისა, მას სთხოვეს განემარტა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ამერიკა "მოქმედების ყველა ვარიანტს" განიხილავს. "ვფიქრობ, ეს განცხადება მრავლისმთქმელია, თუმცა ჩვენ დღეს კონცენტრირებულები ვართ იმაზე, რომ მადუროსა და მის ადმინისტრაციას შემოსავლის წყაროები შევუზღუდოთ. ეს შემოსავლები ვენესუელას კანონიერი პრეზიდენტის ხელში უნდა აღმოჩნეს", - თქვა ბოლტონმა.

საერთაშორისო სტანდარტების ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი VPS Healthcare-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას შეისწავლის, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და კომპანიის ხელმძღვანელის შამშირ ვაიალილის შეხვედრისას გახდა ცნობილი, ამ მიზნით, ერთ თვეში საქართველოს სპეციალური ჯგუფი ეწვევა. პრემიერმა VPS Healthcare-ის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს, მთავრობის საგადასახადო ინიციატივებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ. შეხვედრისას იმსჯელეს თანამშრომლობის პოტენციურ სფეროებზე და იმედი გამოთქვეს, რომ კონკრეტული მიმართულებების გამოკვეთას ხელს შეუწყობს კომპანიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში.

კომპანია I&O Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ჰოლანდიაში ევროკავშირის დატოვების მსურველთა რიცხვი სწრაფი ტემპით მცირდება. ამის მიზეზად კომპანია მიმდინარე "ბრექსიტს" ასახელებს, რამაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს კარგად აჩვენა, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ეს პროცესი. "პოლიტიკური ბუნდოვანების ფონზე, რაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის სურვილმა გამოიწვია, ჰოლანდიელებს შორის პოპულარული გახდა მსოაზრება, რომ ქვეყანა ევროკავშირში უნდა დარჩეს", - წერს გაზეთი De Volkskrant. თუ 2016 წელს ასეთი ადამიანების (ვისაც ევროკავშირში ქვეყნის დარჩენა სურდა) ოდენობა 67%-ს აღწევდა, ახლა ეს მაჩვენებელი 72%-ს შეადგენს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, რომლებიც როტაციის პრინციპით, თბილისისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურების ინსპექტორებისგან არის დაკომპლექტებული, ზამთრის კურორტებზე - დაბა ბაკურიანსა და ბორჯომში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 57 ობიექტში, აქედან 33 დაჯარიმდა ⚠სხვადასხვა დარღვევისათვის (ეტიკეტირება, მიკვლევადობა, ვარგისიანობის ვადა), ხოლო 7 შემთხვევაში გამოვლინდა შეუსაბამობები, რის გამოც ობიექტებს შეუჩერდათ ❌ საწარმოო პროცესი, თუმცა, სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისა და გადამოწმების შემდეგ ბიზნესოპერატორები კვლავ განაგრძობენ საქმიანობას.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში

12 აპრ 2021კვირის გრაფიკი

2020 წელს 6%-იანი კლების შემდეგ 2021 წელს საქართველოში მშპ-ს 3.5%-იანი ზრდა არის პროგნოზირებული. აღნიშნული მონაცემით, საქართველოში მშპ-ს ზრდა 2021 წელს 0.6 პროცენტული პუნქით ჩამორჩება ევროპის საშუალო...

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...