20:24 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 23.0 მლრდ ლარი შეადგინა
მამუკა ბახტაძე - 2019 წელი დავოსში ჩვენთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო

სიახლეები

ინტერნეტში რუსული საიდუმლო უპილოტო ბომბდამშენის ფოტოებმა გაჟონა

 

ინტერნეტში გაჟონა ახალი რუსული უპილოტო თვითმფრინავის ფოტომ, რომელიც სტელს-ტექნოლოგიით არის დამზადებული და რომლის მახასიათებლებიც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს. 

 

ეს არის უპილოტო მძიმე კლასის თვითმფრინავი С-70 "მონადირე", ნათქვამია პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაში. ფოტო პირველად რუსულ სამხედრო ფორუმზე  - paralay.iboards.ru - გავრცელდა, ის გამოაქვეყნა ავტორმა სახელად NoName. მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია ფორუმზე დახურულია. 

 

მოგვიანებით საფრენი აპარატის ფოტოები გამოქვეყნდა Fighterbomber-ის Telegram არხზეც. BBC-ის რუსული სამსახური წერს, რომ იცის, ვინ არის ამ ინფორმაციის წყარო, თუმცა შეგნებულად არ ასახელებს. 

 

ფოტოებზე საფრენი აპარატი ბუქსირით გადაჰყავს К-700 ტიპის ტრაქტორს, ფრენის დროს გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა ინტერნეტში არ მოიძიება. 

 

ცნობილია, რომ უპილოტო ბომბდამშენის პროექტზე კორპორაცია "Сухой" მუშაობდა. ამაზე ჯერ კიდევ 2014 წელს ისაუბრა რუსეთის სამხედრო ავიაციის პროგრამის ხელძღვანელმა ვლადიმირ მიხაილოვმა.  

 

ინტერნეტში გაჟონილი ინფორმაციით, საფრენი აპარატის მაქსიმალური საფრენი წონა 20 ტონა იქნება. ფოტოს მიხედვით, ის ერთი ძრავით არის აღჭურვილი და მასზე მრავალი სენსორი და გადამცემი აყენია. მოსალოდნელია, რომ თვითმფრინავი პირველ ფრენას 2019 წელს განახორციელებს. 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...