13:18 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მამუკა ბახტაძე - ატმოსფერული ჰაერის დაცვა ჩვენი მწვანე პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულებაა
“ოსკარზე” ნომინირებული ფილმის მსახიობი ცერემონიას ვერ დაესწრება, რადგან აშშ-მ ვიზაზე უარი უთხრა

სიახლეები

ირაკლი ხმალაძე: მერის განცხადების მიუხედავად, კორუფციაში ჩართვის გადაწყვეტილება ვინც მიიღო, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა

 

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ნებისმიერი ტიპის კანონდარღვევა ან კორუფციაში ჩართულობა პასუხგაცემული იქნება შესაბამისი ორგანოების მხრიდან და დედაქალაქის მერია ამის სადარაჯოზე ყოველთვის იდგება.

 

ამის შესახებ ხმალაძემ ჟურნალისტებს ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.

 

„ძალიან ცუდია, რომ ყველამ ჯერ კიდევ ვერ გაიგო, ჩვენ არ დავუშვებთ კორუფციას და ვიქნებით უმკაცრესები ამგვარი ფაქტების გამოვლენისას. თუ გავიხსენებთ, მიმდინარე წლის დასაწყისში, თბილისის მთავრობის პირველივე სხდომაზე მერმა გააკეთა განცხადება და გაფრთხილება მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ. ვინც ეს განცხადება ასე მარტივად გაატარა და ამის მიუხედავად, მიიღო გადაწყვეტილება კორუფციაში ჩართვაზე, რა თქმა უნდა, შესაბამისი პასუხი მიეცემა.

 

მე წინასწარ ბრალზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ამას აქვს შესაბამისი სამართლებრივი პროცესი და არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ მინდა, ყველა თანამშრომელმა, ვინც კი მუნიციპალიტეტში მუშაობს, მიიღოს გაფრთხილება, ვისაც კი ასეთი რამ გაუფიქრებია, ბოლომდე მოგყვებით. ისინი აუცილებლად დაადგებიან იმავე გზას, რა გზასაც კორუფციაში ჩართული ადამიანები ადგანან“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

მისივე თქმით, მსგავსი ქმედებების მიმართ პრევენციულ ღონისძიებებს დედაქალაქის მერია სისტემატურად ატარებს.

 

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არც ერთი ასეთი შემთხვევა ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს“, - აღნიშნა ვიცე-მერმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...

კორონავირუსის ზეგავლენა საქართველოს ბიუჯეტზე

15 ივნ 2020კვირის გრაფიკი

      2020 წლის აპრილის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები შემცირდა 13%-ით. საგადასახადო შემოსავლების კლება ნაწილობრივ...

პოპულარული