სიახლეები
ჩინურმა კომპანია Huawei-მ 2018 წელს 52 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სმარტფონები გაყიდა და პირველად გადაასწრო გაყიდვების რაოდენობით Apple-ს.
2019 წელს Huawei გეგმავს ბაზრის კიდევ ერთ ლიდერს - Samsung-ს - გადაასწროს და მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია გახდეს. ამ საკითხებზე Huawei-ს წარმომადგენელი სააგენტო Reuters ესაუბრა.
კომპანიის გემა კიდევ უფრო ამბიციური ჩანს იმ ფონზე, რომ Huawei Technologies Co Ltd-ს ამერიკის ბაზარზე წვდომა შეზღუდული აქვს, თუმცა, მეორე მხრივ, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა ჩინეთში Applе-ისა Samsung-ის პროდუქციაზე მოთხოვნა.
ამის მიზეზად ექსპერტები ჩინეთში ეკონომიკური ზრდის ტემპის ბოლო 30 წლის მინიმუმამდე შემცირებას ასახელებენ. ეკონომიკური შეფერხება სხვა კომპანიებზე მეტად უქმნის საფრთხეს Apple-სა და Samsung-ს, რომლებიც, როგორც წესი, ძვირადღირებულ მოწყობილობებს აწარმოებენ.
Huawei-ს სამომხმარებლო გაყიდვები 2018 წელს 50%-ით გაიზარდა და 52 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მთლიანი შემოსავლის 48%.
ჩინური კომპანიის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი რიჩრდ იუ ამბობს, რომ Huawei ტემპს აუცილებალად შეინარჩუნებს და თებერვალში დაგეგმილ Mobile World Congress-ზე კიდევ უფრო მეტ ინოვაციას წარმოადგენს.
მსგავსი სიახლეები

14 თებ 2019ტექნოლოგიები
Ford-ის მაღალტექნოლოგიური საწოლი ადამიანს ძილში საწოლის ორივე მხარის დაკავების საშუალებას არ მისცემს

12 თებ 2019ტექნოლოგიები
Apple-ის სმარტფონების გაყიდვები ჩინეთში 20%-ით შემცირდა, მსოფლიოში - 11,5%-ით

6 თებ 2019ტექნოლოგიები
საქართველოში უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღე აღინიშნა
თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა
- 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
- ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
- მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან
კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018
• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...
სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )
კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.