20:26 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რომან გოცირიძე: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იძულებულნი არიან გაყიდონ ”თი-ბი-სი” ბანკში თავიანთი წილები
საფრანგეთის მოსახლეობის ორ მესამედს მიაჩნია, რომ მთავრობამ "ყვითელი ჟილეტების" პროტესტიდან დასკვნები ვერ გამოიტანა

სიახლეები

Huawei 2019 წელს Samsung-ისა და Apple-ისათვის ჯობნას გეგმავს

 

ჩინურმა კომპანია Huawei-მ 2018 წელს 52 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სმარტფონები გაყიდა და პირველად გადაასწრო გაყიდვების რაოდენობით Apple-ს.

 

2019 წელს Huawei გეგმავს ბაზრის კიდევ ერთ ლიდერს - Samsung-ს - გადაასწროს და მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია გახდეს. ამ საკითხებზე Huawei-ს წარმომადგენელი სააგენტო Reuters ესაუბრა. 

 

კომპანიის გემა კიდევ უფრო ამბიციური ჩანს იმ ფონზე, რომ  Huawei Technologies Co Ltd-ს ამერიკის ბაზარზე წვდომა შეზღუდული აქვს, თუმცა, მეორე მხრივ, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა ჩინეთში Applе-ისა Samsung-ის პროდუქციაზე მოთხოვნა. 

 

ამის მიზეზად ექსპერტები ჩინეთში ეკონომიკური ზრდის ტემპის ბოლო 30 წლის მინიმუმამდე შემცირებას ასახელებენ. ეკონომიკური შეფერხება სხვა კომპანიებზე მეტად უქმნის საფრთხეს Apple-სა და Samsung-ს, რომლებიც, როგორც წესი, ძვირადღირებულ მოწყობილობებს აწარმოებენ. 

 

Huawei-ს სამომხმარებლო გაყიდვები 2018 წელს 50%-ით გაიზარდა და 52 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მთლიანი შემოსავლის 48%. 

 

ჩინური კომპანიის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი რიჩრდ იუ ამბობს, რომ Huawei ტემპს აუცილებალად შეინარჩუნებს და თებერვალში დაგეგმილ Mobile World Congress-ზე კიდევ უფრო მეტ ინოვაციას წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...