09:03 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რუსეთის მოქალაქეები კურილის კუნძულების იაპონიისთვის გადაცემას ეწინააღმდეგებიან
ქურთების არმიაში სამხედრო მოსამსახურეთა 40%-ს ქალები შეადგენენ

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება

 

განათლების რეფორმის ფარგლებში  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეფასების ახალი სისტემის შექმნასა და დანერგვას გულისხმობს. შეფასების ახალ მოდელზე მუშაობა ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად  მიმდინარეობს.

 

დაიგეგმა   და  ჩატარდა   ერთიანი   ეროვნული   გამოცდებისა   და   გამოსაშვები გამოცდების   სისტემის   საფუძვლიანი   კვლევა. შესაბამისად შეფასების ახალი მოდელი არსებულ გამოწვევებს ეხმიანება. 

 

ყველა ცვლილება აბიტურიენტებისა და მოსწავლეების ინტერესების  გათვალისწინებით შემუშავდა:

 

ახალი მოდელის პრინციპი ორიენტირებულია ხარისხზე და გულისმობს:

 

სკოლის როლის გაძლიერებას, ორიენტაციას შედეგზე და არა გამოცდაზე,

 

უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივ გაზრდაზე  და მშობელბისთვის ნაკლებ დანახარჯზე.     

 

მოსამზადებელი ეტაპზე, 2018-2019 სასწავლო წელს მე-11 კლასელთათვის მოიხსნება გამოსაშვები  გამოცდები. მე-12 კლასში გამოცდები ჩატარდება არსებული ფორმატით და არ შეიცვლება ატესტატის გაცემის წესი. ხოლო ომ პირებს, რომლებმაც წინა წლებში ვერ გადალახეს ბარიერი თუნდაც ერთ საგანში და ვერ აიღეს ატესტატი, უფლება აქვთ დარეგისტრირდნენ შესაბამის გამოცდაზე.

 

2018-2019 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება - შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც არჩევით საგანში ჩაჭრისა ან ამ გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას.

 

 2020  წელს, ყველა აბიტურიენტისათვის მისაღები გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება. მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

 

შესაბამსიად, 2020 წლიდან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება და გამოცდები მხოლოდ სამ საგანში ჩატარდება.

 

აბიტურიენტებს კვლავინდებურად შეუზღუდავად შეეძლებათ აირჩიონ როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამები. უნივერსიტეტებს აქვთ უფლება დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა (ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით).

 

უნივერსიტეტებს, პროგრამების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისათვის:

 

ჩარიცხვები ისევ ცენტრალიზებულად განახორციელდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;

 

შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი - გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა.

 

გაგრძელდება კონსულტაციები  უნივერსიტეტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, რათა მაქსიმალურად დაიხვეწოს შემოთავაზებული მოდელი და გამოცდების სისტემა იყოს სამართლიანი და ხარისხზე ორიენტირებული.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...

პოპულარული