13:17 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
იტალიაში უმუშევარ მოქალაქეებს ყოველთვიურად 780 ევროს გადაუხდიან
გიორგი ქობულია საერთაშორისო კონფერენციზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ მოხსენებით გამოვიდა

სიახლეები

გია ნოდია: უნარ-ჩვევების ტესტის გაუქმება სავალდებულოს სახით სრულიად გაუმართლებელია

 

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებულ რეფორმას ეხმაურება, რომელიც ზოგადი უნარების გამოცდის სავალდებულო სახით გაუქმებას გულისხმობს.

 

გია ნოდია აღნიშნავს, რომ უნარ-ჩვევების ტესტი ყველაზე უფრო ობიექტურად ზომავს აბიტურიენტის მზაობას უმაღლეს სასწავლებელში სწავლისთვის და მისი გაუქმება გაუმართლებელია:

 

"ცენტრალიზებულად ჩატარებული გამოცდების რაოდენობა რომ შემცირდეს, ამის არგუმენტები ნამდვილად არსებობდა. მაგრამ უნარ-ჩვევების ტესტის გაუქმება და ენების ტესტების შენარჩუნება სავალდებულოს სახით სრულიად გაუმართლებელია. უნარ-ჩვევების ტესტი ყველაზე უფრო ობიექტურად ზომავს აბიტურიენტის მზაობას უმაღლეს სასწავლებელში სწავლისთვის. მათ შორის, სხვათა შორის, ის მშობლიური ენის (ანუ რა ენაზეც ტესტი ტარდება) ფლობის დონესაც ძალიან კარგად ზომავს. გარდა ამისა, ის ყველაზე უფრო "დემოკრატიულია" იმ აზრით, რომ მას რეპეტიტორი სხვასთან შედარებით ყველაზე ნაკლებ სჭირდება.

 

ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარი და კონტრ-პროდუქტიულია. იმედია, წამყვანი უნივერსიტეტები გაბედავენ უნარ-ჩვევების ტესტის შენარჩუნებას", - დაწერა საკუთარ facebook გვერდზე გია ნოდიამ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად ძვირია საქართველოში ცხოვრება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

16 სექ 2019კვირის გრაფიკი

ცხოვრების სიიაფის მიხედვით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება. Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სიმცირით ევროპაში კოსოვოს შემდეგ მეორე ადგილს...

როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

9 სექ 2019კვირის გრაფიკი

დაბინძურების მიხედვით საქართველო ევროპაში გამოირჩევა. Numbeo-ს მონაცემებით საქართველო დაბინძურების ინდექსით ევროპაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ინდექსი ზომავს ჰაერის და წყლის...

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის საერთშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტის მონაცემების...

პოპულარული

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექტემბერი, 2019კვირის გრაფიკი