21:46 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ივანე მაჭავარიანი: "ჯარიმების ლიბერალიზაცია და დამატებით გადახდისუუნარობის კანონი ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო წინ წაწევს საერთაშორისო რეიტინგებში“
ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-თან დაკავშირებით კონკრეტული მოთხოვნები გამოკვეთა

სიახლეები

Apple-ის კვარტალური შემოსავალი ბოლო 10 წელიწადში პირველად შემცირდა

 

კომპანია Apple-მა 2019 ფისკალური წლის პირველ კვარტალში შემოსავლისა და მოგების შემცირება დააფიქსირა. შესაბამისი ანგარიში თავად კომპანიამ გამოაქვეყნა. 

 

3 თვის განმავლობაში, რომელიც 2018 წლის 29 დეკემბერს დასრულდა, კომპანიის საერთო შემოსავალმა 84,31 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სუფთა მოგებამ - 19,97 მილიარდი აშშ დოლარი. 

 

ორივე მაჩვენებელი ჩამორჩება 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს. 1 წლის წინ Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა 88,29 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მოგებამ კი - 20,06 მილიარდი აშშ დოლარი. 

 

გაზეთი The Wall Street Journal აღნიშნავს, რომ ეს ბოლო 10 წელიწადში პირველი შემთხვევაა, როცა Apple-ის მოგება ფინანსური წლის პირველ კვარტალში შემცირდა. საქმე იმაშია, რომ ეს კვარტალი ზამთრის მთავარ დღესასწაულებს ემთხვევა და, როგორც წესი, გაყიდვები ამ პერიოდში ძალიან აქტიურია. 

 

მეორე კვარტალში Apple 55-59 მილიარდ აშშ დოლარიან შემოსავალს პროგნოზირებს. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...