13:23 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ხელფასების კალკულატორი საქსტატის ვებ-გვერდზე განთავსდება
ნავთობის ფასი გაიზარდა

სიახლეები

ნათია თურნავა: მომხმარებელს უნდა ჰქონდეს არჩევანი საკუთარ ელექტორენერგიასა  და შესაძლოა უფრო იაფ უცხოურ ენერგიას შორის

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და დარგის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა. ნათია თურნავამ ამ მიმართულებით მთვარობის ხედვა გააცნო კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019“-სი მონაწილეებს. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა რეგიონში იქნება ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად და სწრაფად განვითარებადი უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში. ეს რასაკვირველია ძალიან სასიხარულოა და დიდი შრომის შედეგი, მაგრამ ამავდროულად, ჩვენთვის, ენერგეტიკოსებისთვის დიდი გამოწვევაა - ეკონომიკის ზრდის კვალდაკვალ კიდევ უფრო გაიზრდება ელექტროენერგიის ისედაც მზარდი მოთხოვნა“, -აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. 

 

ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე საშუალო პროგნოზითაც კი ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდა 4.6%-ს შეადგენს, დღესდღეობით წლიური გენერაცია12.5 მლრდ კილოვატ საათია, 2030 წლისთვის მოთხოვნა დაახლოებით 21 მლრდ კილოვატი საათი იქნება. როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, ამ დეფიციტის შესავსებად მთავრობას, კერძოდ კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეფექტური გეგმა აქვს. „გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, და ძალიან ეფექტური, აქტიური და კარგი გაგებით აგრესიული გეგმა, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ერთის მხრივ ადგილობრივი გენერაციის განვითარებას და მეორეს მხრივ ხელი შევუწყოთ ქვეყნებს შორის უფრო აქტიურ ვაჭრობას და რეგიონში ჩვენს ინტეგრირებას, რათა ჩვენს მომხმარებელს ჰქონდეს არჩევანი საკუთარ ელექტორენერგიასა  და შესაძლოა უფრო იაფ უცხოურ ენერგიას შორის. მესამეს მხრივ - ჩვენ გვაქვს გეგმა, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი მოხმარება უფრო ენერგოეფექტური“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

კერძოდ, მისი განცხადებით, საქართველოს შანსი აქვს, რომ 2025 წლისთვის კვლავ გახდეს ელექტროენერგიის სფეროში ნედ-ექსპორტიორი ქვეყანა: „ჩვენ ასევე გვაქვს შანსი, რომ 2030 წლისთვის საკუთარი მოხმარება ჩვენივე გენერაციით დავფაროთ. ჩვენი რეალისტური გათვლებით, ჩვენ შევძლებთ იმდენი ელექტროენერგიის წარმოებას, რამდენიც ჩვენ დაგვჭირდება, ამას გარდა 3.5 მლრდ კილოვატ საათი ექსპორტის შესაძლებლობა გვექნება ჩვენი სეზონური გენერაციის გათვალისწინებით“ - განაცხადა ნათია თურნავამ. ამასთან, მისი თქმით, ვაჭრობა არამც და არამც არ განიხილება  როგორც ადგილობრივი გენერაციის ალტერნატივა. 

 

რაც შეეხება მთვარობის გეგმას, ნათია თურნავას ინფორმაციით, ის მოიცავს მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების პორტფელს, რაც ენერგეტიკაში ქვეყნის მდგრადობის შესანარჩუნებლად აუცილებელია და რაც ჯამში დაახლოებით 5 მლრდ დოლარის საინვესტიციო პორტფელია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს კონტრიბუციაა არამარტო ენერგეტიკაში, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში. თუმცა, მისი ინფორმაციით, გეგმის თანახმად, უფრო პრიორიტეტული მცირე და საშუალო ენერგეტიკაა. „ეს სწორედ ის სეგმენტია, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტულია რამდენიმე ფაქტორის გამო - ისინი უსაფრთხოა გარემოსთვის - ე.წ. მწვანე ჰესები, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს რეგიონებში ინფრასტრუქტურის და ტურიზმის განვითარებას. მიმდინარე სტატუსით, ასეთი სხვადასხვა ფაზაში მყოფი 117 პროექტი გვაქვს“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...