06:37 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რუსეთში ადამიანებს საკუთარ საკრედიტო რეიტინგზე წვდომა ექნებათ
ნათია თურნავა: მომხმარებელს უნდა ჰქონდეს არჩევანი საკუთარ ელექტორენერგიასა და შესაძლოა უფრო იაფ უცხოურ ენერგიას შორის

სიახლეები

ხელფასების კალკულატორი საქსტატის ვებ-გვერდზე განთავსდება

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროდუქტის - ხელფასების კალკულატორის პრეზენტაცია გამართა. 

 

ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ახალი პროდუქტი გააცნო და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელფასების კალკულატორი სტატისტიკური ინფორმაციის ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას აძლევს წინასწარ მითითებული პირობის შესაბამისად გაიანგარიშოს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ქვეყნის, რეგიონის, ეკონომიკური საქმიანობის სახეებისა და სქესის მიხედვით. 

 

ხელფასების კალკულატორი საშუალებას იძლევა, სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებელმა გაიანგარიშოს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის სახეებისა და (NACE Rev.1) დასაქმების სტანდარტული კლასიფიკატორის (ISCO-88-ს ერთნიშნა და ორნიშნა დონე) მიხედვით. 

 

ხელფასების კალკულატორი საქსტატის ვებ-გვერდზე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მომხმარებლისთვის. 

 

საჯარო ბილიოთეკაში გამართულ ღონისძიებას საქსტატის ხელმძღვანელობასთან ერთად მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...