23:35 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მიკროსაფინანსო ბაზარი 2018 წელს - ანალიზი
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ნიუ-იორკში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

სიახლეები

სურსათის ეტიკეტირების წესი ჯერ კიდევ 6 თვის წინ უნდა ამოქმედებულიყო

 

ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“ 2018 წლის სექტემბერიდან უნდა ამოქმედებულიყო. 
ბიზნესსექტორის ინფორმირების მიზნით, გაიმართა შეხვედრები, სადაც ბიზნესის წარმოამდგენლებმა დამატებითი ვადა მოითხოვეს და კანონმდებლობის ამოქმედების თარიღის გადაწევის შესახებ მთავრობას მიმართეს. 

 

საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ბიზნესსექტორის ინიციატივა და ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა 6 თვით, 2019 წლის მარტამდე გადაწია.

 

ამ პერიოდში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ინტენსიურად მართავენ კონსულტაციებს და შეხვედრებს ბიზნესოპერატორებთან როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. აგრეთვე კანონმდებლობა და დამატებითი განმარტებები განთავსებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე: http://nfa.gov.ge/uploads/other/7/7605.pdf
შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტო არ იზიარებს ბიზნესსექტორის ცალკეული წარმომადგენლების ბრალდებას, იმის თაობაზე რომ ბიზნესს მოსამზადებელი პერიოდი არ მიეცა სურსათის ეტიკეტირების წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

 

ასევე, აღსანიშნავია, რომ ეტიკეტირების შესახებ ახალი რეგულაცია მომზადებულია ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების შესაბამისად და მისი მთავარი მიზანია ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მომხმარებლის ინფორმირებულობის და მისი ინტერესების დაცვის მიმართულებით, რაც ქართული სარეალიზაციო ბაზარზე ვითარების გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბედნიერების დონე მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

26 ივლ 2021კვირის გრაფიკი

       ბედნიერების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 117-ე ადგილზეა. მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის მონაცემებით, საქართველოს ბედნიერების ინდექსი 4.673-ია, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს...

დემოკრატიის ინდექსი საქართველოსა და მსოფლიოში

19 ივლ 2021კვირის გრაფიკი

       საქართველო დემოკრატიის ინდექსით მსოფლიოში 89-ე ადგილზეა. ჟურნალ „ეკონომისტის" მონაცემებით, საქართველოში დემოკრატიის ინდექსი 53.1-ს შეადგენს, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს...

კოვიდ ვაქცინაცია მსოფლიოში 2021 ივლისი

12 ივლ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ვაქცინაციით მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანას საგრძნობლად ჩამორჩება. OurWorldinData-ს მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 8% არის ვაქცინირებული სულ მცირე 1...