09:09 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველო აგრძელებს რეგიონში ევროკავშირის ძირითადი მოკავშირის პოზიციის გამყარებას - ევროკომისია
სურსათის ეტიკეტირების წესი ჯერ კიდევ 6 თვის წინ უნდა ამოქმედებულიყო

სიახლეები

მიკროსაფინანსო ბაზარი 2018 წელს - ანალიზი

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა არასაბანკო დაწესებულებების - მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 2018 წლის IV კვარტლის შემაჯამებელი მონაცემები.

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები - თანამშრომლების და ფილიალების რაოდენობა

 

2018 წლის ბოლოს საქართველოში სულ 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო.

 

ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა 4387 თანამშრომელს აღწევს.

 

ამ 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალების რაოდენობა არის 383

 

საკრედიტო დაბანდება

 

ჯამური საკრედიტო პორტფელი შეადგენს 1,101,531,374 ლარს: საიდანაც, 1,080,308,722 ლარი გაცემულია ფიზიკურ პირებზე, ხოლო 21,222,653 ლარი - იურიდიულ პირებზე.

 

სულ სესხების რაოდენობა 786,117 ერთეული იყო.

 

ფიზიკურ პირზე გაცემული სესხების საშუალო მოცულობა ერთ სესხზე 1,375 ლარია, ხოლო იურიდიულ პირზე გაცემული სესხების საშუალო მაჩვენებელი ერთ სესხზე - 24,171 ლარი.

 

ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების საკრედიტო პორტფელი გადანაწილებულია შემდეგნაირად:

 
 

 

 

 

მოგება/ზარალი

 

 

2018 წლის მეოთხე კვარტლის მიხედვით მიკროსაფინანსო სექტორის მოგების მარჟა არის 5.9%.

 

მიკროსაფინანსოების ჯამურმა მოგებამ (გადასახადის გადახდის შემდეგ) 31,123,904 ლარი შეადგინა.

 

აღსანიშნავია რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. ანგარიშის მიხედვით, ორგანიზაცების მიერ გაცემული სესხებზე  მიღებული შემოსავალი 422 438 662 ლარია, ხოლო ხარჯი კი - 118 164 873 ლარი, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, სხვაობა 304 273 789 ლარს შეადგენს. მეორე მხრივ, მთლიანი არასაპროცენტო შემოსავალი 101 426 443 ლარია, ხოლო ხარჯი კი - 255 687 028 ლარი. გამოდის, რომ აქ მიკროსაფინანსოებმა საკმაოდ დიდი თანხა იზარალეს - 154 260 586.

 

მოგებამ შესაბამის დარეზერვებამდე 150 013 203 ლარი შეადგინა, თუმცა დარეზერვების ხარჯი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გასულ წელს საკმაოდ მაღალი ჰქონდათ და ჯამურად ეს ხარჯი 211,243,568 ლარს შეადგენდა, ხოლო მოგების გადასახადი კი  - 13,267,516 ლარს.

 

დეტალური მონაცემები სექტორის მოგება/ზარალის შესახებ: 

 

 

საბალანსო მონაცემები

 

აქტივები:

 

2018 წლის მეოთხე კვარტლის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანმა აქტივებმა  1,457,978,967 ლარი შეადგინა.

 

აქტივების დაახლოებთ 71% მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საკრედიტო პორტფელში აქვთ დაბანდებული, ხოლო დაახლოებით 19% - ფულად აქტივებში. აქტივების მონაცემები ასე გამოიყურება:

 

 
 

 

 

 

ვალდებულებები

 

 

 

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანმა ვალდებულებებმა 2018 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით 1,035,240,178 ლარი შეადგინა. ვალდებულებების კუთხით, პირველ ადგილზე მიკროსაფინანსოების დავალიანება საფინანსო ინსტიტუტების მიმართ გააჩნიათ, მეორე ადგილზე ფიზიკური და იურიდიული პირებიდან ნასესხები სახსრებია, ხოლო საკუთარი სავალო ფასიანი ქაღალდებით მოზიდული სახსრები კი - 126,949,088 ლარით - მესამე ადგილს იკავებს. მიკროსაფინანსო სექტორის ვალდებულებების სტრუქტურა შემდეგნაირად არის განაწილებული:

 
 
კაპიტალი
 
მიკროსაფინანსო სექტორის მთლიანი კაპიტალი 422,738,791 ლარით განისაზღვრა, საიდანაც 58.78% გაუნაწილებელ მოგებაზე მოდის, ხოლო საწესდებო კაპიტალის მოცულობა მთლიან კაპიტალში 137,686,266 ლარია, მოცულობის 32.57%. სექტორის მთლიანი კაპიტალის სტრუქტურა ასე გამოიუყურება:
 
 
დიაგრამაზე მოყვანილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საბალანსო მონაცემები (აქტივები, ვალდებულებები და კაპიტალი), კვარტლების მიხედვით ზრდა/კლება:
 
 
საერთო ჯამში, გასულ წელთან შედარებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანი აქტივები 6%-ით არის შემცირებული. დიაგრამაზე შედარებულია მიკროსაფინანო ორგანიზაციების 2017/2018 წლების საბალანსო მონაცემები ზრდა/კლება:
 

 

     

 

   

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...