23:16 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ევროკავშირმა ამერიკული სანქციების გვერდის ავლით ირანთან ვაჭრობის მექანიზმი აამუშავა
მიკროსაფინანსო ბაზარი 2018 წელს - ანალიზი

სიახლეები

საქართველო აგრძელებს რეგიონში ევროკავშირის ძირითადი მოკავშირის პოზიციის გამყარებას - ევროკომისია

 

ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების შესრულების შესახებ, რომელიც დეტალურად ასახავს საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორისაა დემოკრატია და საჯარო მმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საზღვრის დაცვა, ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა, რეგიონული განვითარება და ციფრული ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა, განათლება, ტურიზმი, ტრანსპორტი და ენერგეტიკა.
 

ევროკავშირის შეფასებით ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება დადგენილ ვადებში წარიმართა.  

 

„საქართველო აგრძელებდა თავისი როგორც რეგიონში ევროკავშირის ძირითადი მოკავშირის პოზიციების გამყარებას რეფორმების განხორციელებით და საკუთარი ამბიციით, კიდევ უფრო მეტად განავითაროს ურთიერთობები ევროკავშირთან“, ხაზგასმულია ანგარიშში და მითითება გაკეთებულია მთავრობის რეფორმების 5 პუნქტიან პროგრამაზე.
 

ანგარიში ასევე აღნიშნავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური კურსისადმი.
 

დოკუმენტში საუბარია საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე უსაფრთხოების სფეროში, სადაც საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორადაა მოხსენიებული.
 

ანგარიში ეხება ასევე საქართველო-რუსეთის კონფლიქტის 10 წლისთავს და ცალსახად ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
 

თავის ანგარიშში ევროკავშირი დადებითად აფასებს სავაჭრო ურთიერთობებს საქართველოსთან და ხაზს უსვამს ქვეყანაში მაკროეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას. დოკუმენტის თანახმად, საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნის სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის წილმა 2017 წელს 27% შეადგინა. დადებითად არის შეფასებული კონკურენციის სფეროში განხორციელებული ნაბიჯები, რომელიც ხელს უწყობს საჯარო კონკურენციას. საქართველო აგრძელებდა ვაჭრობის მიმართულებით ეროვნული სისტემის გაუმჯობესებას.
 

ანგარიშის მიხედვით, საქართველო აგრძელებს უვიზო მიმოსვლის საკითხზე მუშაობასა და საჭირო ზომების მიღებას არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი წინსვლა დაფიქსირდა სასჯელაღსრულების და პრობაციის სფეროში, განსაკუთრებით ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. საქართველომ გააუმჯობესა ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კანონმდებლობა.
 

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, ეს არის რიგით მესამე, ყოველწლიური ანგარიში. მასში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია და განსაკუთრებით, ასოცირების დღის წესრიგის შესრულება 2018 წლის 5 თებერვლის ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომის შემდგომ პერიოდში.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბედნიერების დონე მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

26 ივლ 2021კვირის გრაფიკი

       ბედნიერების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 117-ე ადგილზეა. მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის მონაცემებით, საქართველოს ბედნიერების ინდექსი 4.673-ია, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს...

დემოკრატიის ინდექსი საქართველოსა და მსოფლიოში

19 ივლ 2021კვირის გრაფიკი

       საქართველო დემოკრატიის ინდექსით მსოფლიოში 89-ე ადგილზეა. ჟურნალ „ეკონომისტის" მონაცემებით, საქართველოში დემოკრატიის ინდექსი 53.1-ს შეადგენს, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს...

კოვიდ ვაქცინაცია მსოფლიოში 2021 ივლისი

12 ივლ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ვაქცინაციით მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანას საგრძნობლად ჩამორჩება. OurWorldinData-ს მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 8% არის ვაქცინირებული სულ მცირე 1...