სიახლეები
გაზის რეგულაციები გასამკაცრებელია და თბილისის მერიას ამ მიმართულებით შესაბამის უწყებებთან უკვე დაწყებული აქვს კონსულტაციები - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა იმ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელიც ქეთევან წამებულის გამზირზე დატრიალდა.
„მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობელებს. ყველამ ვიცით, რომ გარე წვის გამათბობლების დახურულ სივრცეში მონტაჟი კატეგორიულად აკრძალულია, მითუმეტეს, კუსტარულად და ეს სერიოზულ შედეგებს იწვევს. მე ახლა გამიჭირდება იმის თქმა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი. ცხადია, პრობლემა არსებობს ამ მიმართულებით. მერიაში მქონდა შეხვედრა მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელთან, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან და ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ამის აუცილებლობა არის. შემთხვევები, შეიძლება ხდებოდეს, როგორც კომპანიის, ასევე, მობინადრეების დაუდევრობის შედეგად“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს დეტექტორების დამონტაჟება საცხოვრებელ ბინებში, რასაც მერიაც შეუწყობს ხელს.
„მერიას შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს პროექტში, რომ ადამიანებს შევუმსუბუქოთ გადასახადები ამ მიმართულებით. საუბარი იყო ასევე, რომ წითელ ხაზებს შიგნით იყოს ლიცენზირებული, სერტიფიცირებული კომპანიები, რომლებიც დაამონტაჟებენ იმ გამათბობლებს, რომლებსაც შეიძენს თვითონ აბონენტი. დღეისათვის მათ აქვთ შესაძლებლობა, ნებისმიერ ადამიანთან მივიდნენ და განახორციელონ მონტაჟი. როგორც ვხედავთ, პრობლემა სერიოზულია და მისი გადაჭრა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს“ - განაცხადა კახა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები

14 თებ 2019ენერგეტიკა
გიორგი ქობულია: „ვგეგმავთ განახლებადი ენერგიების გამოყენების სტიმულირებას“

13 თებ 2019ენერგეტიკა
გიორგი ქობულია: რუსეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და რუსეთისგან შევისყიდით გაზს

11 თებ 2019ენერგეტიკა
საქართველოს გავლით სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება შემცირდა
თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა
- 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
- ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
- მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან
კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018
• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...
სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )
კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.