00:35 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მამუკა ბახტაძე - 2019 წლის ბიუჯეტის აქცენტები, ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, სრულად პასუხობს ქართულ ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებს
პური ნოემბერთან შედარებით 8.4 პროცენტით გაძვირდა

სიახლეები

კახა კალაძე: გაზის რეგულაციები გასამკაცრებელია

 

გაზის რეგულაციები გასამკაცრებელია და თბილისის მერიას ამ მიმართულებით შესაბამის უწყებებთან უკვე დაწყებული აქვს კონსულტაციები - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  განაცხადა იმ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელიც ქეთევან წამებულის გამზირზე დატრიალდა.

 

„მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობელებს. ყველამ ვიცით, რომ გარე წვის გამათბობლების დახურულ სივრცეში მონტაჟი კატეგორიულად აკრძალულია, მითუმეტეს, კუსტარულად და ეს სერიოზულ შედეგებს იწვევს. მე ახლა გამიჭირდება იმის თქმა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი. ცხადია, პრობლემა არსებობს ამ მიმართულებით. მერიაში მქონდა შეხვედრა მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელთან, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან და ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ამის აუცილებლობა არის. შემთხვევები, შეიძლება ხდებოდეს, როგორც კომპანიის, ასევე, მობინადრეების დაუდევრობის შედეგად“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

კახა კალაძის თქმით, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს დეტექტორების დამონტაჟება საცხოვრებელ ბინებში, რასაც მერიაც შეუწყობს ხელს.

 

„მერიას შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს პროექტში, რომ ადამიანებს შევუმსუბუქოთ გადასახადები ამ მიმართულებით. საუბარი იყო ასევე, რომ წითელ ხაზებს შიგნით იყოს ლიცენზირებული, სერტიფიცირებული კომპანიები, რომლებიც დაამონტაჟებენ იმ გამათბობლებს, რომლებსაც შეიძენს თვითონ აბონენტი. დღეისათვის მათ აქვთ შესაძლებლობა, ნებისმიერ ადამიანთან მივიდნენ და განახორციელონ მონტაჟი. როგორც ვხედავთ, პრობლემა სერიოზულია და მისი გადაჭრა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი