08:54 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ევროზონის ინფლაცია ბოლო 7 თვის მინიმალურ ნიშნულამდე შემცირდა
მამუკა ბახტაძე - ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ საქართველო მყარად დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე

სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის, თუ სხვადასხვა დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მხუთავი აირით გარდაცვლილი შვიდი ადამიანის ოჯახს მიუსამძიმრა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის თუ სხვადასხვა დაუდევრობით და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები.

 

„უკვე დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე. მათ შორის, ეს შეეხება როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ისე მომხმარებლებს. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ამაზე საუბარი, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამგვარი ტრაგედიები მომავალში აღარასოდეს განმეორდეს.

 

ასევე აუცილებელია მოქალაქეების ინფორმირება, საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორი მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს გაზის მოხმარების წესების დარღვევას და თვითნებურ მოქმედებებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...

პოპულარული