11:00 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სკოლის დამამთავრებელი გამოცდები მე-12 კლასელებსაც მოეხსნებათ
პირველ კვარტალში საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდება

სიახლეები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაორმაგდება

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაორმაგდება და სოფელში მცხოვრებლების საჭიროებებზე 40მილიონი ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გადაწყვეტილება მიღებულია პროექტების შერჩევაში სოფლის მოსახლეობის აქტიურიჩართულობის და გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინებით.

 

„მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა და მასში 20 მილიონი ლარის ოდენობის თანხა იყო გათვალისწინებული.

 

ჩვენ ვსაუბრობთ 3 700 სოფლის მცხოვრებლების საჭიროებების დაფინანსებაზე. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს თანხა გაორმაგდეს და გახდეს 40 მილიონი ლარი. პრაქტიკამ დაგვანახა, რომ, ხშირ შემთხვევაში, სოფელმა უკეთ იცის, რა საჭიროება და რა მოთხოვნებია ადგილზე. 15 იანვრიდან დღემდე სხვადასხვა რეგიონის 1000-ზე მეტმასოფელმა უკვე გადაწყვიტა თავისი პრიორიტეტი და აირჩია კონკრეტული პროექტები დასაფინანსებლად", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი

28 სექ 2020კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში 6-ჯერ გაიზრდება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით 27 ოქტომბერს საქართველოში...

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...