21:13 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ბრიტანეთის შს მინისტრი: Brexit-ის მოლაპარაკებას ევროკავშირის მხრიდან ნების არარსებობა ეღობება წინ
ბურგერში ხახვის აღმოჩენის გამო ბრიტანელმა მამაკაცმა McDonald's-ში პოლიცია გამოიძახა

სიახლეები

ინტერნეტში 2,2 მილიარდი მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის პაროლმა გაჟონა - შეამოწმე შენი Email

 

იანვრის დასაწყისში კიბერუსაფრთხოების ერთ-ერთმა წამყვანა სპეციალისტმა ტროი ჰანტმა  ინტერნეტში მომხმარებლების ელექტრონული ფოსტების უზარმაზარი ბაზის ღია რესურსის სახით  გაჩენის შესახებ განაცხადა.  

 

ბაზა სახელად "Collection #1"  წარმოადგენდა სხვადასხვა მისამართებისა და პაროლების კომპილაციას და ის ბოლო წლებში მომხდარი რამდენიმე მნიშვნელოვანი კიბერშეტევის ერთობლივ მონაცემებს შეიცავდა.  მასში იყო სახელისა და პაროლის 1,16 მილიარდი უნიკალური კომბინაცია.  

 

ეს ბაზა იყო სარეკორდო მათ შორის, რაც ჰაკერებს ოდესმე ქსელში გამოუქვეყნებიათ, თუმცა რეკორდი დიდხანს არ შენარჩუნდა. ამჯერად ჰაკერულ ფორუმებზე აქტიურად ვრცელდება ბაზა "Collections #2-5", რომელიც 2,2 მილიარდ  უნიკალურ ლოგინსა და მათთან დაკავშირებულ პაროლებს შეიცავს. 

 

ბაზის საერთო მოცულობა 845 გიგაბაიტია. ის შეიცავს Yahoo-ს, LinkedIn-ის, Dropbox-ისა და სხვა რესურსების მომხმარებელთა ნაწილის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ ბაზა მოძველებულია და პაროლების უმეტესობა - შეცვლილი,  მისი მასშტაბი გამაოგნებელია.

 

იმის შემოწმება, მოხვდა თუ არა თქვენი საფოსტო მისამართი ჰაკერების მიერ გატეხილ და გავრცელებულ მისამართებს შორის, სპეციალურ ვებგვერდზე შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მისამართს ამ სიაში აღმოაჩენთ, სასწრაფოდ შეცვალეთ პაროლი. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...