13:15 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აშშ-ის სენატი სირიიდან ამერიკის ჯარების გაყვანის წინააღმდეგია
მამუკა ბახტაძე - ახალი, მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია

სიახლეები

ნათია თურნავა: უნდა გაიზარდოს მომხმარებელთა პასუხისმგებლობა

 

"ჩვენ ვამკაცრებთ მოთხოვნებს როგორც გაზის სადისტრიბუციო კომპანიებისა და გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-მონტაჟში დაკავებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, ასევე უნდა გაიზარდოს მომხმარებელთა პასუხისმგებლობაც“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომლის დროსაც გაზის ინფრასტრუქტურაში არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს. 

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის ინსპექციის გენერალური დირექტორი გრიგოლ კაკაურიძე, სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ხარებავა, სემეკის წევრი გიორგი ფანგანი, აგრეთვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები გია არაბიძე, შოთა მესტვირიშვილი, ნოდარ ქევხიშვილი, ევტიხი მაჭავარიანი, დიმიტრი კუჭუხიძე, აგრეთვე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენელი თემურ გოჩიტაშვილი და სხვა ოფიციალური პირები. 

 

აღინიშნა, რომ გაზის გამანაწილებელ და ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამების ამოქმედებას. ითქვა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თავისი ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსებით  შეუძლია გადამზადების პროგრამების ამოქმედება და გაზის კომპანიებში იმ პერსონალის გადამზადება, რომელთაც უშუალოდ აქვთ შეხება გაზის ინფრასტრუქტურასთან და მოწყობილობებთან. გარდა ამისა, გამოითქვა მოსაზრება, რომ გაზის სადისტრიბუციო კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების შესახებ, რომელთა გამოყენებაც მინიმუმამდე შეამცირებს ავარიებისა და უბედური შემთხვევების რაოდენობას. 

 

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ნათია თურნავამ გაამახვილა ყურადღება, იმ კომპანიებისა და ფიზიკური პირების სერტიფიცირებაა, რომლებიც დაკავებულნი არიან გაზის მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოებში. 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ცვლილებები კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებში, რომლებიც გაზის მოხმარების წესების გამკაცრებას ითვალისწინებს, უახლოეს პერიოდში იქნება წარდგენილი განსახილველად. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...