04:44 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დილა მშვიდობის
ნათია თურნავა: უნდა გაიზარდოს მომხმარებელთა პასუხისმგებლობა

სიახლეები

აშშ-ის სენატი სირიიდან ამერიკის ჯარების გაყვანის წინააღმდეგია

 

ორშაბათს აშშ-ის კონგრესის სენატმა განიხილა სენატორ მიტჩ მაკკონელის მიერ წარმოდგენილი შესწორება საგარეო პოლიტიკის კანონპროექტში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს  სირიიდან და ავღანეთიდან სამხედრო ნაწილების "ნაჩქარევ გამოყვანას" უზღუდავს. 

 

ინიციატივას მხარი დაუჭირა 70-მა სენატორმა, წინააღმდეგი აღოჩნდა  - 26.  ხმის მიცემის პროცედურის წინ შესწორებს ავტორმა კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სირიასა და ავღანეთში ამერიკელი სამახედროების ყოფნა ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებს ემსახურება. 

 

"ზოგიერთი გარემოება საჭიროებს არა მხოლოდ დიპლომატიურ ინსტრუმენტებს, არამდედ აშშ-ის უშუალო ჩარევას პროცესებში", - თქვა სენატორმა. 

 

კანონპროექტი შეიცავს მოწოდებას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ, რომ რეგიონიდან სამხედრო ნაწილების გამოყვანამდე, გადაამოწმონ, შესრულდა თუ არა ყველა პირობა იმისთვის, რომ ამის შემდეგ (ჯარების გამოყვანის) "ალ კაიდას", "ისლამური სახელმწიფოსა" და სხვა რადიკალური ორგანიზაციების გავლენები არ გაძლიერდეს. 

 

შეგახსენებთ, ტრამპის გადაწყვეტილების შესაბამისად, სირია "სწრაფად და სრულად" უნდა დატოვოს 2 ათასმა ამერიკელმა სამხედრომ, რომლებიც ამჟამად ადგილობრივ საჯარისო ქედანაყოფებს წვრთნიან. პროცესი უკვე დაწყებულია.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კრიპტოვალუტა Dogecoin და ილონ მასკი

10 მაი 2021კვირის გრაფიკი

.      2021 წელს Dogecoin-ის კრიპტოვალუტა მილიარდელმა ილონ მასკმა გახადა პოპულარული. მილიარდელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე პოსტების შედეგად Dogecoin-ის ფასი 0.1 ცენტიდან (1 იანვარი) 72 ცენტამდე (8 მაისი) გაიზარდა...

პანდემიის გავლენა საინვესტიციო აქტივებზე

3 მაი 2021კვირის გრაფიკი

       კოვიდ პანდემიამ მკვეთრად იმოქმედა ძირითად სასაქონლო ჯგუფების და საინვესტიციო აქტივების ფასებზე. სენტ ლუისის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით ოქროს ფასმა მარტში...

კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა

26 აპრ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობა ჩვეულ რაოდენობასთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში...