11:16 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, თბილისის 22-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს
ივანე მაჭავარიანი: თავად მოსახლეობას შეუძლია შეარჩიოს პრიორიტეტული პროექტები

სიახლეები

გაერო ჩინეთსა და აშშ-ს სავაჭრო კონფლიქტის დასრულებისკენ მოუწოდებს

 

აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო კონფლიქტი ძლიერ გავლენას მოახდენს სხვა ქვეყნებზე და მსოფლიო ეკონომიკაზე. ამ საკითხზე საუბარია გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ანგარიშში, რომელიც ჟენევაში გამოქვეყნდა. 

 

"ამ ორ ქვეყანას შორის დაწესებული იმპორტის გადასახადების მასშტაბის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ის აუცილებლად შეაფერხებს გლობალურ ვაჭრობას", - ნათქვამია ანგარიშში, რომლის ავტორებიც პროგნოზირებენ, რომ ამ კონფლიქტის შედეგებს თავის თავზე "ბევრი სხვა ქვეყანა" იგრძნობს. 

 

ჩინეთმა და აშშ-მ 2018 წელს მათი მთლიანი იმპორტ-ექსპორტის (2017 წელს 640 მილაირდ აშშ დოლარს შეადგენდა) ნახევარზე მეტი დამატებითი გადასახადით დაბეგრეს. 

 

ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ ამ გადასახდების ეფექტურობაში, რადგან მას ბიუჯეტისთვის რეალური შემოსავალი არ მოაქვს, უბრალოდ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოცულობას ამცირებს და კომპანიებს აზარალებს, რომლებიც პროდუქტის შემოტანას მესამე ქვეყნიდან ცდილობენ.

 

მიუხედავად დონალდ ტრამპის მცდელობებისა, გასულ წელს კვლავ გაიზარდა ჩინეთ-ამერიკულ სავაჭრო ურთიერთობაში ჩინეთის სავაჭრო პროფიციტი.2018 წელს დადებითმა სავაჭრო სალდომ აშშ-სთან 323,32 მილიარდი დოლარი შეადგინა, როცა 2017 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 275,8 მილიარდი აშშ დოლარი იყო.  

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...