16:24 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოში უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღე აღინიშნა
საღამოს საკითხავი

სიახლეები

რატომ ცხოვრობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს?

 

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ქალები უფრო მეტს ცოცხლობენ, ვიდრე კაცები.  2016 წელს მსოფლიოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ჯანმოს ინფორმაციით, 72 წელს შეადგენდა, თუმცა ქალების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 74,2 წელი იყო, კაცების შემთხვევაში კი - 69,8 წელი. 

 

2010 წელს აშშ-ში 100 წელზე უფროსი ასაკის 53364 ადამიანი ცხოვრობდა. მათგან მხოლოდ 9162 იყო მამაკაცი, ხოლო 44202 - ქალი. რატომ ცხოვრობენ ქალები უფრო დიდხანს, ვიდრე კაცები?  

 

ერთ-ერთი პასუხი გენეტიკაში იმალება. ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი დავის ჯემსი ამბობს, რომ "მამარობითი სქესის ემბრიონები უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე მდედრობითი სქესის", რაც პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრლივობა გენეტიკურ დონეზეა განსაზღვრული. 

 

ქალის ქრომოსომული წყვილი ХХ გაცილებით მყარი და გამძლეა, ვიდრე მამაკაცის XY, რომელიც უფრო მოწყვლადია პათოლოგიების მიმართ. "თუ თქვენ გაქვთ გენეტიკური მუტაცია X ქრომოსომაში და თქვენ ქალი ხართ, მაშინ თქვენ ამ გენის დამატებითი რეზერვიც გაქვთ, თუ მამაკაცი ხართ, ეს რეზერვი არ გაქვთ" - ამბობს პროფესორი. 

 

ორსულობის გვიან სტადიებზე ბიჭები 20-30%-ით უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე გოგონები. ამასთან, ბიჭები 14%-ით უფრო მიდრეკილნი არიან ნაადრევი მშობიარობისკენ. 

 

რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ცხოვრების წესსა და საქმიანობას, თუმცა ეს კომპონენტი ბოლო წლებში მეტნაკლებად დაბალანსებულია. მეცნიერთა ანგარიშით, 2030 წლამდე სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის სხვაობა მამაკაცებსა და ქალებს შორის 1,9 წლამდე შემცირდება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

19 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ივლისში რუსეთიდან ტურისტული ნაკადის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ივნისის თვემდე რუსეთიდან ტურისტების შემოდინება გასული წლის...

როგორ შეიცვალა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ?

12 აგვ 2019კვირის გრაფიკი

2019 წლის პირველ შვიდ თვეში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით მაღალი იყო გაუფასურება უკრაინულ...

როგორია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე საქართველოს ბანკებში?

5 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკის მონაცემები აჩვენებს რომ ანაბრების საპროცენტო განაკვეთები ლარში ვადიანობის გათვალისწინებით 7.7%-დან დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, ხოლო დოლარში 1.7%-დან 4%-ის...

პოპულარული