01:47 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რომან კაკულია: "ჩვენ სიღარიბეს ვებრძვით ორი ძირითადი მიმართულებით"
იგეგმება თუ არა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნა?

სიახლეები

სურსათის 1176 ნიმუშიდან ტყვიის ნორმასთან შეუსაბამობა 23 შემთხვევაში გამოვლინდა

 

სურსათის ეროვნული სააგენტო  ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათსა და სასმელ წყალში მძიმე მეტალების, მათ შორის, ტყვიის შემცველობაზე კვლევებს ინტენსიურად ატარებს.

 

2018 წელს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია 1176 ნიმუში, მათ შორის: რძის და რძის ნაწარმის 82, ხორცის და ხორცპროდუქტების - 335, თევზის და თევზის პროდუქტების - 47, კვერცხის - 68, ბავშვთა კვების პროდუქტების - 48, სუნელ-სანელებლების - 137,  თაფლის - 11, სასმელების - 108, პურპროდუქტების, ბურღულეულისა და ბოსტნეულის 340 ნიმუში. 1176 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა 23 ნიმუშში, რაც საერთო  რაოდენობის 2 პროცენტს შეადგენს.  ტყვიის  შემცველობა ნორმას არ აღემატება  ბავშვთა კვების პროდუქტებში, თევზში, პურპროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში. გასულ წლებთან შედარებით, ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა არ  გამოვლენილა ხორცის ნიმუშებში.   დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა აღინიშნა    ნედლი რძის 15  და სუნელ-სანელებლებლების 8 ნიმუშში (2017 წელს  სუნელ-სანელებლებში 33 დარღვევა დაფიქსირდა).  დარღვევის შესახებ ეცნობა  შესაბამის სამსახურებს და პროდუქციის ამოღებაზე  ზედამხედველობა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა.

 

სურსათში ტყვიის შემცველობაზე აღებულ ნიმუშებში  დარღვევების რაოდენობის შემცირება განაპირობა  ბაზრის კონტროლის გააქტიურებამ და რეგიონებში   ნარჩენების მართვის  სისტემების გაუმჯობესებამ.

 

შედეგების შესახებ ინფორმაცია იხილეთ: http://nfa.gov.ge/ge/sursatis-uvnebloba/monitoringi/dokumentebis-shemowmeba?fbclid=IwAR2uwm-RDiwxfAd-r_rgL51xyP-zC0yNC6r4qBUu_o2psBqnQRV5U1tqUXE

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო და გლობალური დათბობა

24 თებ 2020კვირის გრაფიკი

გლობალური დათბობის გაგრძელების შემთხვევაში დღევანდელი პროგნოზით საქართველოს ზღვისპირეთის გარკვეული ნაწილი დაიტბორება. ტემპერატურის არსებული ტემპით მატების შემთხვევაში...

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...