13:12 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 პირი ამხილა
სურსათის 1176 ნიმუშიდან ტყვიის ნორმასთან შეუსაბამობა 23 შემთხვევაში გამოვლინდა

სიახლეები

რომან კაკულია: "ჩვენ სიღარიბეს ვებრძვით ორი ძირითადი მიმართულებით"

 

„ჩვენ სიღარიბეს ვებრძვით ორი ძირითადი მიმართულებით - პირველი არის არსებული ბიზნესების შემდგომი ხელშეწყობა და გაფართოება. ასევე, მოზიდული ინვესტიციების საფუძველზე შექმნილი ახალი ბიზნესები და იქ დასაქმებული ადამიანები, რომელთათვისაც კვალიფიკაცია და განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.

 

როგორც კაკულიამ აღნიშნა, მთავარი მიზანია, ინვესტიციების მოზიდვის შემთხვევაში ხელი შევეწყოს საკუთარი დასაქმებული ადამიანების მონაწილეობას და მათი ხვედრითი წილის ზრდას:

 

"მეორე და უფრო მწვავე გამოწვევაა ახალი მოთამაშეების შესვლა ბიზნეს სექტორში. აქ აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა ინიციატივას, რომელსაც საკრედიტო-საგარანტიო ფონდი ქვია, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს. ამ მიმართულებით ჩვენ შევეცდებით მათთან ერთად დავაზუსტოთ თუ როგორია ის მექანიზმი, რომელმაც უნდა გაზარდოს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შეძლებენ გაააქტიურონ გარკვეული ინიციატივები და ბიზნეს მოთამაშეები გახდნენ მათთვის იმ ტვირთის ნაწილში შეხიდებით, რასაც საბანკო სესხის სიმძიმე ქვია“.

 

რომან კაკულიამ კონკურენციისა და სამუშაო ადგილების ზრდის შესახებაც ისაუბრა: "რაც შეეხება იმას, რომ არსებული ბიზნესებისა და ახალი მოზიდული ინვესტიციების მიმართულებით მოხდეს სამუშაო ადგილების ზრდა, ჩვენ აქ კონკურენციას ვხედავთ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევად და აქედან გამომდინარე ერთ-ერთი კანონი, რომელზეც ჩვენ გავააქტიურებთ მსჯელობას, ეს იქნება კონკურენციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რომ ქვეყნაში რეალურად შევქმნათ ნამდვილად ჯანსაღი კონკურენტული გარემო, როდესაც ის დააბალანსებს იმ ძალიან მკვეთრ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ საგარეო მოცემულობის გამო გვაქვს. საგარეო მოცემულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, არ ვგულისხმობ მხოლოდ ჩვენს მეზობლებთან არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას.

 

ზოგადად, საგარეო გამოწვევები ჩვენ ძალიან ბევრ შეფერხებას გვიქმნის იმის გამო, რომ გრძელვადიანი შეუქცევადი გარემოს ფორმირებასთან დაკავშირებული აღქმა, ზოგადად პოტენციური ინვესტორებისათვის, საკმაოდ რთულია იმ მიმდინარე პროცესების ფონზე, რომელიც არსებობს ჩვენს ირგვლივ, ამიტომ ეს ფონი უნდა დაბალანსდეს ბიზნესგარემოს მაქსიმალური გააქტიურებით იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებთანაც ჩვენ კონკურენციაში შევდივართ“.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი