10:13 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მატეო პატრონე - EBRD-ი უფრო და უფრო მეტად ენდობა საქართველოს მთავრობას და მის ეკონომიკურ პოლიტიკას
დონალდ ტრამპი დემოკრატებს: სასაზღვრო კედლის მშენებლობის დასაფინანსებლად 10 დღე გაქვთ

სიახლეები

პირი, რომლის მიმართ 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო ვალდებულება, ვალდებულია, რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს ეროვნულ ბანკში

 

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პირი, რომლის მიმართ 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო ვალდებულება, ვალდებულია, რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს ეროვნულ ბანკში:

 

"შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან, პირი, რომლის მიმართ 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება და ამავდროულად გასცემს სესხებს, ვალდებულია, რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს ეროვნულ ბანკში. სესხის გამცემმა სუბიექტებმა უნდა დაიცვან კანონითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის, 200 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნული ვალუტით უნდა გასცენ, დაიცვან მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 50%-იანი ზღვარი, რეგულირებით დადგენილ შემთხვევებში, სესხი გასცენ მხოლოდ მსესხებლის გადახდისუნარიანობის ფარგლებში, მოახდინონ მსესხებლის სწორი ინფორმირება და სხვა. 

 
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ცალკეული სუბიექტები სავარაუდოდ ცდილობენ, თავი აარიდონ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათ შორის, რეგისტრაციის კუთხით და მოჩვენებითად გააგრძელონ იგივე საკრედიტო საქმიანობა, რაც, გარდა სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, შესაძლოა საგამოძიებო ორგანოს მხრიდან შესწავლის საგანი გახდეს. 
 

ასევე, ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გვერდის ავლით დადებული ხელშეკრულებები, მხარეთა შორის დავის შემთხვევაში, შესაძლოა ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი გახდეს, რასთან დაკავშირებითაც დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.
 

საქართველოს ეროვნული ბანკი, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თვალს ადევნებს მისი კომპეტენციის სფეროში მიმდინარე პროცესებს და, საჭიროების შემთხვევაში, განიხილავს დამატებითი ღონისძიებების განხორციელების საკითხს", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.