17:30 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ვენესუელაში 300 ათასი ადამიანი შიმშილით სიკვდილის ზღვარზეა
ბელგიაში ბანკი ქართველმა გათხრილი გვირაბის გამოყენებით გაძარცვა - ვიდეო

სიახლეები

კობა გვენეტაძე: ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება

 

საქართველოს ეროვნული ბანკი თებერვლის თვის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს" აქვეყნებს.
 
"მონეტარული პოლიტიკის ანგარიში" ძირითადი საკომუნიკაციო დოკუმენტია, რომელსაც ეროვნული ბანკი კვარტალში ერთხელ აქვეყნებს. ანგარიშში მოცემულია ინფლაციის პროგნოზი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საპროგნოზო ტრაექტორია, აგრეთვე დეტალურად არის აღწერილი ის ფაქტორები, რასაც ეფუძნება მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები.
 
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "კვლევებისა და გამოცემების" რუბრიკაში - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=349         
 
გამოცემას თან ერთვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოკლე ვიდეო განმარტებაანგარიშის შესახებ:
 
ეროვნული ბანკი ყოველკვარტალურად აქვეყნებს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს, სადაც დეტალურადაა წარმოდგენილი ინფლაციისა და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მონეტარული პოლიტიკის ფორმირების პროცესში. მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკისა და დასაქმების გრძელვადიანი ზრდის აუცილებელი წინაპირობაა. წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 4.8% შეადგინა და ამ ზრდის მთავარი მამოძრავებელი წმინდა ექსპორტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ წლის მეორე ნახევარში გარკვეული შენელება შიდა მოთხოვნასთან ერთად საგარეო მოთხოვნასაც დაეტყო, საქონლისა და მომსახურების ექსპორტი მაღალი ტემპებით განაგრძობდა. აღნიშნულის ფონზე, 2018 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტენდენცია გაგრძელდა. თქვენ ეხლა ეკრანზე ხედავთ დიაგრამას, რომლის მიხედვით, არსებული პროგნოზებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 2017 წლის 8.8 პროცენტიდან 2018 წელს 7.9 პროცენტამდე შემცირდება. 2018 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი, პროგნოზების შესაბამისად, მიზნობრივი დონის, 3 პროცენტის, ახლოს ნარჩუნდებოდა და საშუალოდ 2.6 პროცენტის ტოლი იყო. იანვარში წლიური ინფლაცია 2.2 პროცენტის დონეზეა.
 
გრაფიკზე წარმოდგენილი ინფლაციის პროგნოზის თანახმად, 2019 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივი დონიდან მნიშვნელოვანი გადახრა მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან ერთობლივი მოთხოვნა ჯერ კიდევ სუსტია, რაც ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედ რისკებს ამცირებს. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2019 წელს და საშუალოვადიან პერიოდშიც მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმოძრავებს. გასული წლის ივლისში ეროვნულმა ბანკმა ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის პროცესი დაიწყო. საგარეო სექტორიდან მომდინარე მაკროეკონომიკური რისკების შემცირებასთან ერთად, კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ შესუსტდა ინფლაციის პროგნოზზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორებიც. იმის გათვალისწინებით, რომ ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება და 2019 წლის 30 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით, 6.75 პროცენტამდე, შემცირების შესახებ. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული პროგნოზები წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომ შემცირებას ითვალისწინებს.
 
გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის, ანუ ნორმალიზაციის პროცესის, ტემპი დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ, იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება პოტენციური დონიდან მოთხოვნის ჩამორჩენა, ხოლო მეორე მხრივ, თუ რამდენად ძლიერი იქნება საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკები. როგორც ადრე, მსურს აღვნიშნო, რომ პოლიტიკის განაკვეთის დიაგრამაზე წარმოდგენილი პროგნოზი არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის დანაპირებს მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გადაწყვეტილებებთან დაკავშრებით. ის ასახავს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საორიენტაციო ტრაექტორიას, დღეისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და პროგნოზების საფუძველზე. ასევე შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3 პროცენტი საშუალოვადიან პერიოდში. საშუალოვადიანი პერიოდისთვის ხაზგასმას აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან შოკები მუდმივად ხდება და ინფლაციაც თითქმის ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან: სხვადასხვა დროს მან შესაძლოა გადააჭარბოს, ან ჩამორჩეს მიზნობრივი მაჩვენებელს, თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის მიზნობრივი მაჩვენებელისაკენ იმოძრავებს. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში ფასების სტაბილურობა ყველაზე დაბალი საზოგადოებრივი დანახარჯებით მიიღწევა, ხოლო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, სხვა ალტერნატიულ რეჟიმებთან შედარებით, ყველაზე მაღალი და მდგრადია. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არ ნიშნავს ინფლაციის მაქსიმალურ მაჩვენებელს ან ინფლაციის ლიმიტს. რომ დავაზუსტო, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3 პროცენტი, ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას ნულიდან სამ პროცენტამდე, არამედ ვგულისხმობთ ინფლაციას 3 პროცენტთან ახლოს - ზოგჯერ მის ზემოთ და ზოგჯერ მის ქვემოთ, საშუალოვადიან პერიოდში. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს და პროგნოზებსა და შეფასებებს მონეტარული პოლიტიკის განახლებული ანგარიშით წარუდგენს დაინტერესებულ საზოგადოებას.
 
 
 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ გაიზარდა საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება

24 ივნ 2019კვირის გრაფიკი

რუსეთი საქართველოსთვის უმსხვილესი საგარეო ეკონომიკური პარტნიორია. რუსეთიდან უცხოური ვალუტის შემოდინება ძირითადად სამი არხით ხორციელდება: ტურიზმი, ფულადი გზავნილები და ექსპორტი. თუ 2015...

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...