08:50 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
ვენესუელაში 300 ათასი ადამიანი შიმშილით სიკვდილის ზღვარზეა

სიახლეები

როგორ აღმოვაჩინოთ სიმსივნე დროულად? ონკოლოგიური დაავადებების პირველი სიმპტომები

 

ორი დღს წინ მსოფლიომ კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. სინამდვილეში, დაავადება "კიბო" საერთოდ არ არსებობს, ის 200-ზე მეტი სხვადასხვა სიმსივნური დაავადების ზოგადი აღწერისთვის გამოიყენება, რომელთა დროსაც უჯრედთა უკონტროლო პროლიფერაცია მიმდინარეობს. 

 

მიუხედავად იმისა, რომ კიბოთი სიკვდილიანობა მსოფლიოში უკვე მეოთხე საუკუნეა მცირდება, ონკოლოგიური დაავადებები კვლავ არის ადამიანთა გარდაცვალების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი.

 

2018 წელს ონკოლოგიურმა დაავადებებმა 19,6 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, რაც გარდაცვლილი ადამიანების საერთო რაოდენობის 1/6-ს შეადგენს. სიმსივნე ყოველდღიურად კლავს 26 300 ადამიანს. გასულ წელს სიმსივნის დიაგნოზი 18 მილიონზე მეტ ადამიანს დაუსვეს, აქედან 5 მილიონ შემთხვევაში დაავადების გამოვლენა ბევრად ადრეულ სტადიაზე შეიძლებოდა, რაც მკურნალობას უფრო ეფექტურს გახდიდა.  

 

გთავაზობთ სიმპტომებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება და მათი გამოვლენის შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ (რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი უტყუარად სიმსივნეზე მიუთითებს, თუმცა გადამოწმება არასოდეს არის ზედმეტი):

 

უჩვეულო კვანძები - სიმსივნური კვანძები ხშირად უმტკივნეულოა, განსაკუთრებით დაავადების ადრეულ სტადიებზე

 

ხანგრძლივი ხველა, რომელსაც თან ერთვის ყლაპვის პრობლემები

 

დიარეისა და ყაბზობის მონაცვლეობა და მოულოდნელი შეტევები, რომლებიც ინტოქსიკაციით ან კვების რაციონის შეცვლით არ არის გამოწვეული

 

მოულოდნელი სისხლდენები - ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან გენიტალიებიდან

 

წონის მოულოდნელი კლება

 

ქრონიკული დაღილლობა

 

უცნობი ეტიმოლოგიის ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილში

 

დიდი რაოდენობით ახალი ხალების გაჩენა ან ძველის ტრანსფორმაცია და გაღიზიანება

 

შარდვის პრობლემები

 

მკერდის ფორმის უეცარი ცვლილება

 

მადის დაკარგვა

 

ჭრილობა ან წყლული, რომელიც არ ხორცდება

 

ქრონიკული გულძმარვა

 

მაღალი სიცხე, რომლიც წარმოშობაც დაუდგენელია

 

გახსოვდეთ: ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი სიმსივნეების უდიდესი ნაწილი განკურნებადია.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...

პოპულარული