21:10 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დავით ზალკალიანი: საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 17 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

სიახლეები

კახა კალაძემ მერიის შესაბამის სამსახურს ტურიზმის განვითარების მიმართულებით, მუშაობის გააქტიურება დაავალა

 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, ანდრია ბასილაიას დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, მუშაობის გააქტიურება დაავალა. 

 

კახა კალაძის თქმით, აღნიშნულმა სამსახურმა ყველა შესაბამისი პლატფორმა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ თბილისის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქალაქის პოპულარობა გაიზარდოს.  

 

„მე მქონდა პრემიერთან საუბარი, რომ თბილისის სხვადასხვა პლატფორმაზე პოზიციონირება უნდა მოხდეს, რათა ტურისტებს ავუხსნათ, რამდენად მიმზიდველი და საინტერესოა ჩვენი ქალაქი. მინდა, დავავალო ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, ანდრია ბასილაიას - სამსახურმა გააქტიუროს მუშაობა ამ მიმართულებით და ყველა რესურსი გამოიყენოს იმისთვის, რომ ტურიზმის მიმართულებით, ჩვენი დედაქალაქის  მაქსიმალური პოზიციონირება მოხდეს. ვაჩვენოთ მსოფლიოს, რამდენად ლამაზია ჩვენი ქალაქი და რამდენად მდიდარია მისი  კულტურა, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ვამაყობთ. გვაქვს ბევრი ღირსშესანიშნაობა, სტუმარ-მასპინძლობა, რომელთა პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მაქსიმალურად უნდა ვიაქტიუროთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი წარმოდგენილი იყოს, როგორც საუკეთესო დედაქალაქი,  რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს და მეტი დრო გაატარონ აქ.  ტურიზმიდან შემოსული თანხით კი, მოგვეცემა შესაძლებლობა, სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები დავაფინანსოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...