15:00 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ვინ არის ვლადიმერ ბორცვაძე, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
საფრანგეთი იტალიას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

სიახლეები

სამინისტრო თხილის დაცვის პროგრამაზე დარგის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თხილის კულტურის დაცვის კომპლექსურ პროგრამაზე, მეთხილეობის დარგის წარმომადგენლებთან ერთად,  მიმდინარე წლის დასაწყისიდან აქტიურად მუშაობს. ამ მიზნით მუდმივად იმართება შეხვედრები მცენარეთა დაცვის სპეციალისტებთან და დარგის წარმომადგენლებთან. ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში სახელმწიფოსთან ერთად, დარგობრივი ასოციაციები და ფერმერები მონაწილეობენ. თხილის მავნებლებისა და სხვა სოკოვანი  დაავადებებისგან დაცვის მიზნით, დაგეგმილია მასშტაბური საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარება, მათ შორის, ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდა, რათა  მათ დროულად განახორციელონ საჭირო აგროღონისძიებები და თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება.

 

თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს განიხილავენ  საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA-ის) მე-3 კონფერენციაზე, რომელიც 11 თებერვალს, ზუგდიდში გაიმართება. კონფერენციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრება. შეხვედრაზე, წარმოდგენილი იქნება სახელმწიფოს ხედვა თხილის კულტურის დაცვისა და  დარგის განვითარების შესახებ.

 

კონფერენციას მცირე ფერმერები, თხილის მსხვილი მწარმოებლები, კომპანია „აგრიჯორჯია/ფერერო“, ექსპორტიორები, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები და საერთაშორისო ორგანიზაციები დაესწრებიან.  

 

საინტერესოა, რომ თუ ერთმანეთს შეწამლული და შეუწამლავი თხილის ბაღების ნაყოფს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული ფენოკალენდარული სქემის მიხედვით შეწამლული თხილის ბაღებში მოსავლის 84% საღია, ფაროსანათი დაზიანებული – 3%, სოკოვანი დაავადებებით დაზიანებული კი 9%-ია. შეუწამლავ ბაღებში თხილის მხოლოდ 8%-ია საღი, 66%-სოკოვანი დაავადებებით დაზიანებული, 6% – ფაროსანათი მიყენებული ზიანია. 

 

იმ ფერმერების, ვინც ექსპერტების რჩევები არ გაითვალისწინეს და ბაღები არ შეწამლეს, თხილის მოსავლის მხოლოდ 22% აღმოჩნდა საღი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...

განათლების თაობათაშორისი მობილობა ევროპაში

7 სექ 2020კვირის გრაფიკი

         განათლების მობილობის ფარდობითი ინდექსით საქართველო ევროპაში 31-ე ადგილზეა. EqualChance-ს მონაცემებით საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.449-ს, რაც ევროპის საშუალო...

უსაფრთხოება ევროპაში

31 აგვ 2020კვირის გრაფიკი

            უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით საქართველო ევროპის 37 ქვეყნიდან 30-ე, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 49-ე ადგილზე იმყოფება. ჟურნალ „გლობალური ფინანსების" მონაცემებით...